„კატასტროფული მდგომარეობაა… ზღვაში, ნანგრევებში, ყველგან ცხედრებს ეძებენ“ – სტიქია არაპროგნოზირებადია (ვიდეო)

0
1553
22 Views

ლიბიაში კატასტროფული მასშტაბის წყალდიდობას 11 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 20 000 კი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება – აცხადებს ლიბიის ხელისუფლება.

მათივე ინფორმაციით, ხმელთაშუა ზღვის ნაპირზე მდებარე ქალაქ დერნას მოსახლეობის ნაწილი ზღვაში გადაირეცხა, ზოგი კორპუსების ნანგრევებში დაიღუპა.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, წყალდიდობის გამო აღმოსავლეთ ლიბიიდან ადგილნაცვალთა რაოდენობა 30 000-ს აჭარბებს. გაეროს სააგენტოს ცნობით, ისინი უმეტესად ქალაქ დერნადან არიან. ქალაქის თავზე ორი კაშხალი მდებარეობდა, რომლებიც ადიდდა და ძლიერ წვიმასთან ერთად, ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაში გრანდიოზული წყალდიდობა გამოიწვია.

წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაცია ადასტურებს, რომ სიტუაცია დერნაში მართლაც ძალიან მძიმეა. ჰუმანიტარული ორგანიზაცია აცხადებს, რომ ლიბიას სასწრაფოდ ესაჭიროება მასშტაბური საერთაშორისო დახმარება.

Cesko