გამოქვეყნდა სრული ვიდეო თუ რა მოხდა დნიპროში პოლიციელებსა და მოკლულს შორის
გაცნობებთ რომ დნიპროში ქართველი ბიზნესმენი, ჯუმბერ სილაგავა პოლიციელმა შვილების თვალწინ მოკლა.
როგორც უკრაინის პოლიციაში ამბობენ, 38 წლის სილაგავა “იაგუარის” მარკის ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, მის სისხლში აღმოჩენილია 2,48 პრომილე ალკოჰოლი, ხოლო შარდში – 0 2,78 პრომილე.
შემთხვევა 29 აგვისტოს მოხდა.
მომხდარის ამსახველ ვიდეოს უკრაინის ეროვნული პოლიცია ავრცელებს, რომელშიც ჩანს, თუ როგორ არღვევს ავტომობილი საგზაო წესებს. მოგვიანებით ავტომობილი ჩერდება და მის საჭესთან უკვე სილაგავას მეგობარი ქალი ზის.
ქალს პოლიციელთან შელაპარაკება მოუვიდა.
“რა გინდა ჩემგან, სექსი? არ მოგცემ, ცოლი მყავს”, – ეუბნება პოლიციელი ქალს.
ვიდეოკადრები ვრცელდება იმის შესახებაც, თუ რა ხდება მანქანის სალონში და მას სილაგავას შვილები იღებდნენ.
შელაპარაკების შემდეგ ქალი ავტომობილში ჯდება, თუმცა, პოლიციელები მის გადმოთრევას ახერხებენ.
სალონიდან სილაგავაც გადმოათრიეს და მას პოლიციელი ესვრის.
ფაქტს სილაგავას ორი თინეიჯერი შვილი იღებდა.
როგორც Obozrevatel წერს, თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალი სილაგავას ცოლია, თუმცა, მოგვიანებით დაზუსტდა, რომ ის გაყრილია, ხოლო ქალი მისი მეგობარი ქალი – ტატიანა პატინკოა.
პოლიციელი დაკავებულია.
გამოძიება მკვლელობის, ასევე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით მიმდინარეობს, რამაც მძიმე შედეგები გამოიწვია.
მოკლული 38 წლის ჯუმბერ სილაგავა დაკრძალვის ბიზნესით იყო დაკავებული
ბოლო ახალი ამბები: