3 აგვისტოს, შოვში მეწყრულ-ღვარცოფული მოვლენების დროს დაღუპულთა და ამოცნობილთა ოფგიციალური ბაზა ამ დრომდე არ არსებობს.
გამოცემა “ოდიშინიუსი” აქვეყნებს სიას, რომელიც სტიქიის ზონაში მომუშავე ჟურნალისტებისგანაა შედგენილი. სია, შესაძლოა, დაზუსტებას საჭიროებდეს.
სულ 31 ცხედარია ნაპოვნი, აქედან, ოფიციალურად, 28 ადამიანია ამოცნობილი, მედიის ინფორმაციით კი 30.
რატომ არის სხვაობა ოფიციალურ და არაოფიციალურ სიებში ამოცნობილებთან დაკავშირებით?
ოფიციალური პირები დაზუსტებით ვერ ამბობენ, სანამ დნმ-ის პასუხი არ არის, მაგალითად, იგივე ზაზა მესხზე, ამიტომ ის ჯერ არ ითვლება იდენტიფიცირებულად, თუმცა, ოჯახის წევრებმა ის ბეჭდით ამოიცნეს. იგივე ითქმის გვანცა ბუბაშვილზე.
ამოცნობილები (შესაძლოა, დაზუსტებას საჭიროებდეს, სია არაოფიციალურია):
1.გიორგი გოგინაშვილი
2.გიორგი ყარალაშვილი
3.სოფო ყარალაშვილი.
4.დავით ბერიაშვილი
5.გენადი სულთანიშვილი
6.მეგი გუტაშვილი
7.გიგი გუტაშვილი
8.მარინე ხორბალაძე
9.ნატო ჭელიძე
10.ლუკა დუდაშვილი
11. ანდრია დუდაშვილი
12.შორენა ბიჭაშვილი
13.მარიამ მაისურაძე
14.ქეთევან ლობჟანიძე
15.სამირა ისაევა
16.ნინი კენჭაძე
17.ალინა პოლიკოვსკა
18.ზაზა მესხი
19.ზაზა მესხის უფროსი შილი
20.ქსენია ტრიჩევა
21.სოფო ბაკურაძე
22.მანანა ჯაჭვაძე
23.თემურ ჩარკვიანი
24. დიტო ფირცხალავა
25.ნიკა ჩალაძე
26.სალომე ხეთაგური
27.კოტე მაისურაძე
28.ლევან რაზმაძე
29.ანასტასია დუდაშვილი
30. გვანცა ბუბაშვილი
31. ?? ??
ეძებენ კიდევ ორ ბავშვს.
რატომ ეძებენ ორს და არა სამს (ზაზა მესხის ორი შვილი, გიორგი ხორბალაძე)?
– იმიტომ რომ გუშინ ნაპოვნი ბავშვის ცხედრის ვიზუალურად ამოცნობა შეუძლებელია და ელოდებიან დნმ-ის პასუხს, მანამდე კი ერთი ბავშვი მოსაძებნთა სიიდან ამოღებულია.
ელოდებიან სამი დნმ ანალიზის პასუხს.
რატომ ელოდებიან სამი დნმ-ის პასუხს, თუ ამოცნობილია 30 და ნაპოვნია 31 ცხედარი?
ზაზა მესხი და გვანცა ბუბაშვილი ოჯახის წევრებმა კი ამოიცნეს, მაგრამ ცხედრები გენეტიკურ ექსპერტიზას ექვემდებარება. მხოლოდ ამის შემდეგ ითვლებიან ისინი ამოცნობილად. ასევე, გენეტიკურ ექსპეტრიზას საჭიროებს ბავშის ცხედარი, რომელიც გუშინ, 24 აგვისტოს იპოვეს.
ავტორი – ჟურნალისტი და ოდიშინიუსის დამფუძნებელი, ლაშა ბერულავა.
წყარო – ოდიშინიუსი
უახლესი ამბები იხილეთ ქვემოთ:
ტრაგედია ცნობილი ჟურნალისტის და ტელეწამყვანის მაკა რაზმაძის ოჯახში
“მე ვგულშემატკივრობ, რომ ბიძინამ ბოლომდე გადაუაროს თბილისს” – რას წერს ვახო სანაია
(ვიდეო) კაცი, მდინარედ ქცეულ ქუჩაში, კინაღამ დაიხრჩო – დრამატული კადრები