შოვის სტიქიას გადარჩენილი მარიამ ბერიანიძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელის მისი ინფორმაციით ჩეხი ტურისტების მიერაა გადაღებული და ასახავს სტიქიის პირველ წუთებს:
„რაც უფრო გადის დრო მით უფრო ვიაზრებ შოვის სტიქიის სიმძაფრეს. დღეს მთელი დღე შოვზე მეფიქრება და გადავწყვიტე რუკაზე მომეძებნა ადგილები სად ვიყავით და რამდენი ვირბინეთ და რეალური სურათი უბრალოდ წარმოუდგენელია.
წითლად მონიშნულია ადგილი სადაც ოჯახური პიკნიკი გვქონდა სტიქიის დაწყების დროს და ყვითლად ჩვენი სირბილის ტრაექტორია. არ მჯერაა!! ჩვენი სირბილის პარალელურად მიქონდა მამისონის და სხვა კოტეჯები. ამ დაღმართზე შოთა ბავშვით ხელში მორბოდა!
მახსოვს გზაში დაცემა და წამოდგომის მომენტში ერთი წამით დანახული მთა, რომელიც მოგვსდევდა…
მერე გადახტომა საშინელ მწვანე ღობეზე და ბოლოს მივაღწიეთ კალცის ხიდზე, სადაც უკვე მეწყერი ჩვენც მოგვწვდა… ჩემი ქმარი ჩემი გმირია, სასწაული შეძლო! ამ უბედური სტიქიიდან კოტიკო ისე გამოიყვანა, რომ ნაკაწრიც არ ჰქონდა! არ მაძლევდა დანებების საშუალებას და ზურგზე მოსმულ ბავშვთან ერთად ლაფში მუხლამდე ჩაფლული ამოვყავდი…
როგორ უნდა დავივიწყოთ ეს კოშმარი“.
ბოლო ახალი ამბები:
„აბიტურიენტების საყურადღებოდ!“ – გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს
“მესამედ დალოცვის შემდეგ ბავშვს სმენა დაუბრუნდა” – საქართველოში მომხდარი უდიდესი სასწაული
“საქართველოს მძიმე პერიოდები ელის…” – ლელა კაკულიას სკანდალური წინასწარმეტყველება