28 Views
ჟურნალისტს და ტელეწამყვანს მაკა რაზმაძეს საყვარელი ადამიანი გარდაეცვალა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და დეიდას ემოციურად ემშვიდობება.
,,ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი წავიდა… ბევრი ტკივილი და გაჭირვება გადავიტანეთ ერთად.
ხშირად მარტოებიც აღმოვჩენილვართ ბედის წინაშე და ერთად დაგვიძლევია ყველა სიძნელე… ვინც ბავშვობიდან მიცნობს, იცის რასაც ნიშნავდა ჩემთვის დეიდაჩემი. დედაჩემზე ახლო მეგობარიც კი იყო ჩემთვის.
ცხოვრება თურმე ხანდახან ცუდ სიურპრიზებს გვიმზადებს… ყველაფერი ისე არ ხდება, რომ ვოცნებობთ და რომ გვინდა მოხდეს… არ გამოგვივიდა ერთად დაბერება…
მშვიდობით ეთერი. შევხვდებით ალბათ…”, – წერს მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში.