რუსმა ჟურნალისტმა ვლადიმირ სოლოვიოვმა კერძო სამხედრო კომპანიის, „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის მკვლელობაში უკრაინული სპეცსამსახურები დაადანაშაულა. ამის შესახებ Nexta Live იუწყება.
„ეს მათი ხელწერაა. ალბათ იმ მალიუკის ხალხმა გააკეთა, თუ რაც ჰქვია მაგ კრეტინს. ეს არის ბენდეროველების ლოგიკა – მასშტაბური პოლიტიკური მკვლელობების ჩადენა. ეს არც პირველი თავდასხმაა მათი მხრიდან და ალბათ არც ბოლო“, – განაცხადა ვლადიმერ სოლოვიოვმა.
ცნობისთვის, ევგენი პრიგოჟინის კერძო ბიზნეს ჯეტი 23 აგვისტოს საღამოს ტვერის ოლქში ჩამოვარდა. რუსი დამოუკიდებელი ექსპერტები თვითმფრინავის ჩამოვარდნის ორ ძირითად ვერსიას ასახელებენ – პირველი ვერსიით, თვითმფრინავი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსმა ჩამოაგდო, ხოლო მეორე – თვითმფრინავის ბორტზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობის ვერსია ყველაზე ნაკლებად სავარაუდოა.