15 წლის წინ არანაირი ომი არ იქნებოდა, რომ არა სააკაშვილის დანაშაულებრივი ქმედებები – დმიტრი მედვედევი

August 23, 12:06
0
743

15 წლის წინ არანაირი ომი არ იქნებოდა, რომ არა მიხეილ სააკაშვილის და მისი მხარდამჭერების დანაშაულებრივი ქმედებები, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა განაცხადა.

„15 წლის წინ არანაირი ომი არ იქნებოდა, რომ არა სააკაშვილის და მისი მხარდამჭერების უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივი ქმედებები. ეს არარაობაა აღმოჩნდა დასავლეთისთვის იდეალური ხელთათმანი, რომლითაც არ დატოვეს საკუთარი თითის ანაბეჭდები და დარჩნენ დაუსჯელები“, – აცხადებს მედვედევი.

მედვედევმა აღნიშნა, რომ რუსეთის ჯარები 2008 წელს მოქმედებდნენ გაეროს წესდების სრულად შესაბამისად.

„ოდიოზური სააკაშვილის რეჟიმმა მიიღო მკაცრი და სწრაფი პასუხი. მშვიდობა დამყარდა ორ მოძმე კავკასიურ რესპუბლიკაში, სადაც ჩვენი ქვეყნის ათასობით მოქალაქე ცხოვრობდა, ხუთ დღეში“, – დასძენს მედვედევი.

Cesko