ნიკა მელიას ჩანაწერის გავრცელებას საგანგებო მიმართვით ეხმიანება ლევან ხაბეიშვილი

January 10, 11:21
0
493

ლევან ხაბეიშვილი ეხმიანება ნიკა მელიას საუბრის ჩანაწერს და მოუწოდებს მხარდამჭერებს, რომ არ გაავრცელონ:

“ჩემო მეგობრებო, კარგო ადამიანებო, მინდა, ჩემი უმორჩილესი თხოვნა გაგიზიაროთ

ვრცელდება გაურკვეველი წარმომავლობის ჩანაწერი, რომელიც არის რუსული ოცნების ხელწერა და ემსახურება ერთმანეთში დაპირისპირების გაღვივებას, დაყოფას, ცილისწამებასა და ბოღმას

მოგიწოდებთ, არავითარ შემთხვევაში არ გაავრცელოთ ეს ჩანაწერი და მეტიც … გთხოვთ, უბრალოდ რეაგირების გარეშე დატოვოთ ეს სიბინძურე …

ჩვენ, არ გვაინტერესებს მსგავსი ჩანაწერები ნეგატივი და ცილისწამება … ჩვენ, გვაინტერესებს საქმე, ერთობა და რუსი ოლიგარქის დამარცხება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ”- წერს ლევან ხაბეიშვილი.

აღსანიშნავია, რომ ჩანაწერი, რაზეც ლევან ხაბეიშვილი საუბრობს, გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა გაავრცელეს სოციალურ ქსელში.

მათი თქმით, ნიკა მელია საუბრობს მიხეილ სააკაშვილზე, ხოლო საუბარი ჩაწერილია 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებამდე.

Cesko