„ამ ამბით სულით-ხორცამდე შეძრულები ვართ…შოვის სტიქიამ, კოტეს სახით, კიდევ ერთი ახალგაზრდა, ენერგიით აღსავსე და ნიჭიერი ადამიანი წაგვართვა” – საქართველოს უნივერსიტეტი

0
729
22 Views

საქართველოს უნივერსიტეტი თავის კურსდამთავრებულს, კოტე მაისურაძეს, რომელიც შოვის ტრაგედიას ემსხვერპლა ემოციური პოსტით ემშვიდობება.

„საქართველოს უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი კურსდამთავრებულის, კოტე მაისურაძის გარდაცვალების გამო.

შოვის სტიქიამ, კოტეს სახით, კიდევ ერთი ახალგაზრდა, ენერგიით აღსავსე და ნიჭიერი ადამიანი წაგვართვა.

ამ ამბით სულით-ხორცამდე შეძრულები ვართ…

ყველა ჩვენგანი, სტუდენტები, ლექტორები და თანამშრომლები დიდი თანაგრძნობით ვუსამძიმრებთ კოტეს ოჯახსა და ახლობლებს ამ უდიდესი დანაკარგის გამო”, – ვკითხულობთ ტექსტში.

ცნობილია, რომ 3 აგვისტოს, შოვის სტიქიის დაღუპულ შორენა ბიჭაშვილს, კოტე მაისურაძეს და მარიამ მაისურაძეს 22 აგვისტოს რუსთავში დაკრძალავენ.

აღსანიშნავია, რომ კოტე მაისურაძე მარიტა გუტაშვილის სტიქიის ზონაში მოყოლილი 9 ოჯახის წევრიდან ერთ-ერთია.

ცნობისათვის, შოვში, სტიქიის ზონაში მაშველებმა 27 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ეძებენ დაკარგულ 6 ადამიანს.

Cesko