მთელი ქვეყნის მასშტაბით 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორი დააკავეს

February 14, 13:42
0
203

ფონიჭალაში, გამსახურდიას ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. მიმდინარე ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველების მიერ 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორია დაკავებული.

როგორც ჟურნალისტებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თეიმურაზ კუპატაძემ განუცხადა, საგამოძიებო მოქმედებები, თბილისის გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში მიმდინარეობს.

ამასთან, თეიმურაზ კუპატაძის თქმით, დაკავებულთა რაოდენობა დღის განმავლობაში კიდევ გაიზრდება.

„მთელი ქვეყნის მასშტაბით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორი, რომლებთანაც წინასწარ განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა, რაც ასახულია აუდიო-ვიდეოჩანაწერებით და გამოყენებული იქნება მტკიცებულების სახით. ღონისძიება გრძელდება დღის განმავლობაში სხვადასხვა ქალაქში და დაკავებულთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება“, – განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.

Cesko