“ჩასაფრებული სვეცკობა მარტო “შიგევროპაში” თუხთუხებს ღომივით… ღომი არაა, იდიოტებო, თხლეაა!” – ხოფერია

0
474
21 Views

ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია წერს:

“ღომი სუფრაზე ცხელი, თუხთუხა უნდა მიიტანო!!!.. ამიტომ, დაბალ ცეცხლზე უნდა დადგა, უნდა ათუხთუხო… თუ იგვიანებენ სუფრის წევრები, შიგა და შიგ წყლი უნდა დაასხა… საჭირო მომენტში კი, ჩაზილავ, ჩადებ ყველის ნაჭრებს და ეგაა…
ასე ათუხთუხებულადაა მისატანი რუსთაველის გამზირზე ხელისუფლების გადაყენების და ქართული სახელმწიფოს განადგურების მხარდამჭერებიც! როგორ ამბობენ?!.. მუხტი არ უნდა დავარდესო?!… ჰო, ეგაა… თუხთუხი უნდა შეინარჩუნო როგორმე წლის ბოლომდე… აი, ევროკავშირი რომ გვეტყვის უარს წევრობის კანდიდატის სტატუსზე.
როგორც გაირკვა, ქართული “ ჩასაფრებული სვეცკობა” მარტო “შიგევროპაში” ყოფნა- არყოფნაზე თუხთუხებს ღომივით… “დაჟე” ქუჩაშიც გამოდის და მოლოტოვის კოქტეილების მზადება- სროლასაც ეთუხთუხება ევროპამინდას საბაბით.🤣🤣
ასე, რომ…. კიდევ ბევრი წყლის დასხმა მოუწევთ პოლიტპოვრებს.
კინოსახლი, მწერალთა სახლი, კალაძეზე სრულიად უზნეო გალაშქრება, კობახიძის, გომელაურის, ღარიბაშვილის თითიდან გმოწოვილი, უსაგნო და უსუსური ფაქტებით დამუნათება… ეს ყველაფერი დაბალ ცევხლზე, კარდიაში ჩასაზელად მომწიფებულ ღომში წყლის ჩასხმაა და სხვა არაფერი. ბოლოს კი, ალბათ, აპირებენ, რომ ივანიშვილი ჩააზილონ სულგუნივით…🤣🤣🤣
ვაი, ამათ პატრონს! 🤣🤣🤣
და იმათსას, ვისაც გონია, რომ ქვაბში ღომია!… თხლეა, თხლე, თქვე იდიოტებო!
შეხედეთ, ყარს!!!!…..” – წერს ხოფერია.

Cesko