„გმირობა სულაც არ მგონია ჩემი შვილის და ძმიშვილის სიცოცხლეზე ზრუნვა… დედამ შვილს რომ საკვები მიუტანოს, ისიც გმირობა გგონიათ“ – რას წერს ნინო ჯღარკავა?!

0
457
19 Views

ჟურნალისტი, ნინო ჯღარკავა, რომელმაც გუშინ შოვის სტიქიისას გადარჩენილი, დავით გეჯაძე გააკრიტიკა, ირაკლი კობახიძის „მობოდიშების” შემდეგ, ახალ პოსტს აქვეყნებს.

„მთელი დღე არ ვიყავი სოციალურ ქსელში, იმდენი ბინძური მესიჯი მომდის პირადში, არც საჯაროდ არ დაუკლიათ, ნაკლებად მაინტერესებს სვავი ნაცების აზრი, არც ერთ დამპალ ნაცს ბოდიში არ მოუხდია, რაც კახა კალაძის შვილებზე იკადრეს, ისე გაატარეს ვითომც არაფერი. ვიდეოჩანაწერებიც კი მოითხოვეს ვერტმფრენით წაიყვანა შვილები თუ მანქანებით. ბოლოს ისიც იკადრეს წინასწარ იცოდა და გაარიდა ოჯახი სტიქიასო. სვავები ხართ, სვავები.

მე კი გმირობა სულაც არ მგონია ჩემი შვილის და ძმიშვილის სიცოცხლეზე ზრუნვა. ეს მოვალეობაა, ჩემი მოვალეობა. გმირობა კი ისე გააუფასურეთ, დედამ შვილს რომ საკვები მიუტანოს, ისიც გმირობა გგონიათ. ის წყევლა კი, რაც ჩვენს მიმართ გამოიმეტეთ, უკან დაგიბრუნდებათ ბუმერანგივით. ვერასდროს ვერ მოეთრევით სვავები ხელისუფლებაში, აგერ თქვენ და აგერ მე.

ისევ ისე ვფიქრობ, განსაცდელის დროს მობილურს ვერ მოვიმარჯვებ და ფოტოებს ვერ გადავიღებ ვერასდროს. ყველა გადარჩენილი სიცოცხლე კი ბედნიერებაა, ნაცი იქნება თუ ქოცი მნიშვნელობა არა აქვს!” – წერს ჯღარკავა.

“ძაან არ აგივარდეს თავში, ფითილებს დაუწიე ცოტა! მომხედე ვაჟკაც აქ… იმ ღვარცოფში პოზა-პოზა ფოტოები საიდან!” – ნინო ჯღარკავა შოვში გადარჩენილ დავით ჯელაძეს

Cesko