„21 წელია არ მითქვამს ეს“ – რა უთხრა გეგა კობახიძეს დედამ ჯაბა კილაძეს

0
20693
42 Views

„თვითმფრინავის ბიჭები“ – ასე ეწოდათ ბიჭებს, რომლებმაც 1984 წელს სცადეს თვითმფრინავის გატაცებით თავი დაეღწიათ  საბჭოთა კავშირიდან.

„თვითმფრინავის ბიჭები” დააკავეს და უმაღლესი სასჯელი – დახვრეტა მიუსაჯეს.  ერთ-ერთი მათგანი გეგა კობახიძე იყო. ის 1961 წლის 6 ივნისს დაიბადა და ცნობილი კინორეჟისორის, მიხეილ კობახიძისა და მსახიობ ნათელა მაჭავარიანის ერთადერთი ვაჟი იყო.

მწერალმა დათო ტურაშვილმა ამ ამბავზე წიგნი დაწერა და მას „ჯინსების თაობა” უწოდა.

რუსთავი2-ის გადაცემაში  სტუმრად მსახიობი ჯაბა კილაძე იმყოფებოდა. მსახიობმა ყველაზე ემოციური სპექტაკლი გაიხსენა, როცა „ჯინსების თაობის“ გეგა კობახიძის როლი შეასრულა.

როგორც ჯაბა ყვება , სპექტაკლის დასრულების შემდეგ, ნათელა მაჭავარიანი მასთან მივიდა და ჩაეხუტა: „შენ მე შვილი გამიცოცხლეო“.

Cesko