19 Views
მარიკუნა მიქატაძის სახლი, რომელიც საბურთალოზე, შარტავას ქუჩაზე მდებარეობს, იყიდება. მითითებული ფასი 700 000 დოლარია.
სახლის საერთო ფართი 505 კვ.მ., ნაკვეთის ფართი 372 კვ.მ. სახლს აქვს 2 სართული, 10 ოთახი, 5 საძინებელი, ცალკე სამზარეულო, 4 სველი წერტილი, კარადა, გარდერობი, 2 პარკინგი, აივანი, მაღალი ჭერი, ფართო მუხის კიბე მე-2 სართულზე.
როგორც მარიკუნა ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, სახლი გაქირავებული ჰქონდა და მისი შემოსავლის წყარო იყო.