რა ხანია მივხვდი, რომ თავს ვერ ვუტყდებოდი სიმართლეში, მაგრამ ბოლოს და ბოლოს დავნებდი – ზაზა მესხს მეგობრები ემშვიდობებიან

0
2595
22 Views

ზაზა მესხის ოჯახი შოვის ტრაგედიამ შეიწირა. ნაპოვნია მხოლოდ მისი მეუღლის ცხედარი.

მეგობრებმა ზაზას პოვნის იმედი დაკარგეს. სოციალური ქსელში წერენ, რომ ზაზას დაწყებულ საქმეს აუცილებლად გააგრძელებენ.

„რა ხანია მივხვდი, რომ თავს ვერ ვუტყდებოდი სიმართლეში, მაგრამ ბოლოს და ბოლოს დავნებდი😞😞😞😞😞 ზაზა, ჩვენო მეგობარო, მშვიდობით იძინე შენს შვილებთან ერთად, გპირდები, რაც ასე გტკიოდა-სამშობლო და მისი მომავალი, ზუსტად ისე გავაგრძელებთ წინსვლას ჩვენი საერთო მიზნისკენ. შენ გვიცქირე ზემოდან და გვიგზავნე იმედის სხივი😭😭😭😭😭შენ ადამიანობის ნიმუში იყავი და ბოლომდე დარჩი!!
ემიგრაციამ დაკარგა კაცი, რომელსაც საკუთარ თავზე ძალიან უყვარდა სამშობლო, იმდენად რომ შვილებიანად სამუდამოდ ჩაეხუტა😭😭😭😭ლამაზად მინდა გამომივიდეს გადმოვცე ჩემი დიდი ტკივილი, ლამაზად იმიტომ რომ  ზაზას ძალიან უყვარდა ყველაფერი მშვენიერი, მათ შორის სიცოცხლე!!
უფალი აუცილებლად დაგიმკვიდრებს სასუფეველს, შენ- შენი ლამაზი ოჯახით და ყველა დანარჩენს, ვისაც ერთად მოგიწევთ იქ-იმიერში უკვე სამუდამოდ ერთად ყოფნა!!!
პ.ს. აქვე გაცნობებთ, რომ ისინი ამ დრომდე არ უპოვიათ.
იქნებ თქვენთვის სწორედ ის პირველი წუთები და საათები იყო გადამწყვეტი, რომელთა გამოც დღეს გლოვა გვიწევს😞😞😞😞#ამისდავიწყებაარიქნება
#არგავჩუმდებით
ზაზა😭😭😭😭😭😭❤️❤️❤️❤️
მშვიდობით“. – წერს ანა ბალამწარაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სტიქიის ზონაში 24 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. კვლავ მიმდინარეობს 9 ადამიანის ძებნა-შველის სამუშაოები.

 

Cesko