საქართველოს შეურაცხყოფისთვის, მსუყედ დააჯარიმეთ და ჩამოართვით ლიცენზია!
ქართული ღვინის კომპანია “კარდანახის მამული” (“კარდენახი ისტეიტ”) ნიუ-იორკში აი, ასეთი ეტიკეტებით შეტანილ ქართულ ღვინოს ჰყიდის:
შიშველი დედოფალი ღვინის ჭიქითა და ბოთლით ხელში ღრეობს!
ამერიკაში და მთელს მსოფლიოში კარგად იციან, რომ საქართველო არა მხოლოდ ღვინის, არამედ ტრადიციული ქრისტიანული კულტურისა და კავკასიური კდემამოსილების სამშობლოცაა და ჩვენ რატომ გვინდა დავარწმუნოთ, რომ ბორდელის სამშობლო ვართ?!
ღვინო ჩვენი ცივილიზაციური კულტურული იდენტობის გამომსახველი და საქართველოს სტრატეგიული პროდუქტია – ის ჩვენი ეროვნული თვითშეგნების გამოხატულებაა კაცობრიობის წინაშე და ვისაც აი, ასე წარმოუდგენია ეროვნული თვითშეგნება, იმას არაფერი ესაქმება ქართული ღვინის ბიზნესში!
ამ “კარდანახის მამულს” საწრაფოდ ამოაღებინეთ ქსელიდან ეს პორნო-მარაზმი, მიარჭეთ დიდი ჯარიმა და ჩამოართვით ღვინის მწარმოებლის ლიცენზია!
ბროწეულის წვენი ჩამოასხან და დიდი ოყნით მიიღონ, უზმოზე…
/გაიზიარეთ და გააზიარეთ!/
ჟურნალისტი გიორგი გიგაური; სოციალური ქსელი