როგორი ვითარებაა ახლა მდ. ტებენეს ხეობაში,წალენჯიხაში, სადაც დღეს მეწყერი ჩამოწვა, სპეციალისტების შეფასება

August 10, 11:12
0
733

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მუჟავას ადმინისტრაციული ერთეულის მიმდებარედ მდინარე ტებენეს ხეობაში არსებულ ვითარებას გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნენ. სპეციალისტების განმარტებით, ამ დროისთვის საფრთხის დონე დაბალია.

გეოლოგებმა და ჰიდროლოგებმა მდინარის დამეწყრილი კალაპოტი და დაგუბებაზე არსებული ვითარება შეისწავლეს, შეფასდა სიტუაცია. მზადდება ოფიციალური დასკვნა.

მდინარე ტებენეს ხეობაში არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია ადგილობრივმა მოსახლეობამ გუშინ, 8 აგვისტოს გაავრცელა, რის შემდეგაც, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ პროცესში გარემოს ეროვნული სააგენტო ჩართო.

(ფოტოები) წალენჯიხაში მეწყერი ჩამოწვა: მთლიანად შეწყდა მდინარის გადინება- დეტალები

Cesko