(ფოტოები) წალენჯიხაში მეწყერი ჩამოწვა: მთლიანად შეწყდა მდინარის გადინება- დეტალები

August 10, 07:39
0
3872

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, კერძოდ მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ მდინარე ტებენაზე მეწყერი ჩამოწვა. ამის შესახებ ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მეწყრის შედეგად მთლიანად შეწყდა მდინარის გადინება, რამაც გამოიწვია წყლის ბუნებრივი დაგუბება, ხოლო ამან კი შესაძლოა, ძლიერი წვიმის დროს წყალდიდობა გამოიწვიოს.

„აღნიშნულიდან გამომდინარე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოხდა შესაბამისი უწყებებისა და მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულის ადმინისტრაციის დაუწყება,რათა მოხდეს დროული რეაგირება.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ყველა ზომებს იღებს საფრთხის თავიდან ასაცილებლად.

საკითხის შესასწავლად და დროული რეაგირებისათვის 8 აგვისტოს ადგილზე იმყოფებოდა მერის წარმომადგენელი რომელმაც დეტალურად შეისწავლა არსებული მდგომარეობა და დააუწყა თვითმმართველობა,რათა კოორდინირებულად მოხდეს საქმის შესწავლა და პრევენციული ზომების გატარება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Cesko