ახლახანს ყველასთვის ცნობილი ქართველი მსახიობი გარდაიცვალა

0
2633
58 Views

ახლახანს ყველასთვის ცნობილი მსახიობი გოგი ხარაბაძე გარდაიცვალა.

გოგი ხარაბაძე დაიბადა 1942 წლის 12 ივლისს, თბილისში.1963 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის სამსახიობო ფაკულტეტი.

იცით, რამდენი ხელის შეშლა გვქონდა? ვაიმეეე… სულ აი, აქ, მხარზე მეჯდა  ეშმაკი..." - ბრძოლა და სასწაულები, რაც ბიბლიის აუდიოვერსიის ჩაწერას თან ...

1963–1993 წლებში მოღვაწეობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში.

მისი თეატრალური დებიუტი ახალგაზრდულ ექსპერიმეტულ სპექტაკლში შედგა. რობერტ სტურუას აქტუალურ, მწვავე სპექტაკლში „ბრალდება“ ახალგაზრდა მსახიობმა ბრალმდებელის როლი ითამაშა. მისი გმირი, ოთარი გამოირჩეოდა მამხილებელი პათოსით, უხეში პირდაპირობით. ამის შემდეგ, მსახიობს ძირითადად უარყოფითი ხასიათების მქონე ადამიანების განსახიერება უწევს : სპექტაკლში „უარყოფითი მომხიბვლელობა“ და სხვა. მკვიდრდება რეპერტუარში: ნოდარ დუმბაძის „მზიან ღამეში“ (ავთო), ოტია იოსელიანის „სანამ ურემი გადაბრუნდება“ (დიტო), თამაზ ჭილაძის „მოულოდნელი სტუმარი“ (გაიოზი) და სხვა.

Cesko