მსახიობი და სპორტსმენი სოსო ჯაჭვლიანი, რომელიც მძიმე სენს ებრძვის, რამდენიმე კვირაა თურქეთში იმყოფება და მკურნალობის კურსს გადის. ცოტა ხნის წინ Paliotravideo-ს სოსო ჯაჭვლიანის მეგობრებმა გადასცეს წერილი, რომელსაც მსახიობი თავად წერს. მსახიობი საზოგადოებას მიმართავს და მადლობას უხდნის ყურადღებისთვის.
“რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დაიდო ვიდეო, რომელიც ჩაწერა დათო გიორგობიანმა – ნაფოტამ. უკვე სამი წელია ვებრძვი ვერაგ დაავადებას. ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც არ დამიჩივლია საჯარო სივრცეში.
ნაფოტას ვიდეომ ძალა შემმატა, უფრო მეტად კი ხალხის სიყვარულმა და თანადგომამ. ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო.სიტყვები არ მყოფნის ისეთი მადლიერი ვარ. ყველას სახელსა და გვარს ვერ ჩამოვთვლი, რადგანაც ბევრნი არიან. სიცოცხლე მხოლოდ იმიტომ ღირს, რომ მენახა ამდენი ადამიანის გვერდში დგომა და სიყვარული. პატივისცემით და დიდი სიყვარულით სოსო ჯაჭვლიანი.”