ამერიკული როკ-ჯგუფ Eagles-ის დამფუძნებელი რენდი მაისნერი გარდაიცვალა. ის 77 წლის იყო.
Hotel California — ამერიკული როკ-ჯგუფ Eagles-ის მეხუთე სტუდიური ალბომი, გამოცემული 1976 წელს. ეს არის ჯგუფის პირველი ალბომი, ჩაწერილი ბერნი ლიდონის გარეშე და პირველი, ჩაწერილი ჯო უოლშთან ერთად. აგრეთვე ეს არის ჯგუფის უკანასკნელი დისკი ვოკალისტ და ბას-გიტარისტ რენდი მეისნერის მონაწილეობით.
Hotel California იქცა ჯგუფის ბესტსელერად. მხოლოდ აშშ-ში მისი 16 მილიონი ასლი გაიყიდა. ალბომი მოექცა ჩარტების სათავეებში. მას მიღებული აქვს ორი გრემის ჯილდო, სიმღერებისათვის „Hotel California“ და „New Kid in Town“. გრემიზე იგი ნომინირებული წლის ალბომის კატეგორიაში, მაგრამ ჯილდო ჯგუფის Fleetwood Mac ალბომს Rumours ერგო.
ალბომიდან გამოიცა სამი სინგლი, მოხვედრილი საუკეთესო 20-ეულში – New Kid in Town, Hotel California და Life In The Fast Lane. New Kid in Town და Hotel California მოხვდნენ ბილბორდის ცხელ 100-ეულში. სინგლმა Life In The Fast Lane დაიკავა ჩარტის #11 პოზიცია. ჟურნალმა როლინგ სტოუნი Hotel California დაასახელა ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომის სიის #37 პოზიციაზე. Hotel California-ს დახმარებით, Eagles იქცა ყველა დროის ყველაზე წარმატებულ ამერიკულ ჯგუფად. სიმღერას Hotel California ბევრი თვლის ყველა დროის საუკეთესო როკ-სიმღერად. იგი მოხვდა როლინგ სტოუნის სიის ყველა დროის 500 საუკეთესო სიმღერა #49 ადგილზე. კომპოზიცია ცნობილია დუეტით გიტარებზე, რომელსაც დონ ფელდერი და ჯო უოლში ასრულებენ. ალბომი ასევე ცნობილია კომპოზიციებით Wasted Time, Victim Of Love და ეპიკური ნომრით The Last Resort.
სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მხარე 1 | ||||
---|---|---|---|---|
# | სახელწოდება | ავტორ(ებ)ი | წამყვანი ვოკალი | ხანგრძლივობა |
1. | „Hotel California“ | დონ ჰენლი | 6:30 | |
2. | „New Kid in Town“ |
|
გლენ ფრაი | 5:04 |
3. | „Life in the Fast Lane“ |
|
ჰენლი | 4:46 |
4. | „Wasted Time“ |
|
ჰენლი | 4:55 |
მხარე 2 | ||||
---|---|---|---|---|
# | სახელწოდება | ავტორ(ებ)ი | წამყვანი ვოკალი | ხანგრძლივობა |
1. | „Wasted Time (Reprise)“ |
|
ინსტრუმენტული | 1:22 |
2. | „Victim of Love“ |
|
ჰენლი | 4:11 |
3. | „Pretty Maids All in a Row“ |
|
ჯო უოლში | 4:05 |
4. | „Try and Love Again“ | რენდი მაისნერი | რენდი მაისნერი | 5:10 |
5. | „The Last Resort“ |
|
ჰენლი |