ევროპარლამენტარი: კვლავაც მაბნევს ის ფაქტი, რომ ქვეყანაში, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირის წევრობისკენ, კვლავაც ხდება ისტორიაში ყველაზე გამოჩენილი ტირანის, სტალინის განდიდება

July 28, 11:46
0
388

კვლავაც მაბნევს ის ფაქტი, რომ ქვეყანაში, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირის წევრობისკენ, კვლავაც ხდება ისტორიაში ყველაზე გამოჩენილი ტირანისა და მკვლელის განდიდება, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი სოციალურ ქსელში წერს.

ევროპარლამენტარის მიერ „ტვიტერით“ გავრცელებულ კომენტარს  ახლავს „სეზონი ტვ“-ს ვიდეო, რომელშიც წამყვანი აცხადებს, რომ „საქართველოში სტალინის ფიგურასთან ბრძოლა დაუშვებელია“ და „ნებისმიერი, ვინც სტალინის გენიას დაუპირისპირდება, მუშტს დაიმსახურებს“.

აღნიშნული ვიდეო თავის მხრივ ტელეკომპანია „ფორმულას“ „ტვიტერის“ გვერდზეა გამოქვეყნებული.

 

Cesko