საქართველოს ძალიან გვიჭირს, უკვე აშკარა ზეწოლას იწყებენ გარეშე ძალები, რომ ომში ჩაგვითრიონ, ივანიშვილსაც აშანტაჟებენ… – მანჩო გიორგობიანი

May 10, 20:15
0
474

ჩემო საყვარელო მეგობრებო, საქართველოს ძალიან გვიჭირს, უკვე აშკარა ზეწოლას იწყებენ გარეშე ძალები, რომ ომში ჩაგვითრიონ… ჩემი ხედვით, ბიძინა ივანიშვილსაც აშანტაჟებენ, ერთ პინაზე უდებენ საქართველოს ომისთვის გაწირვას, მეორეზე მთელ მის კაპიტალს…
მგონი, არ დაგჭირდებათ ჩემი კარნახი უოლ სტრიტის მამები ნიუ იორკის ერთ საშუალო უბანს გაწირავდნენ გადასაშენებლად, თუ თავის კაპიტალს? განსაკუთრებით როკფელერი გადაეფარებოდა ამბრაზურასავით “ხალხს”.. ვიცით ჩვენც, გვსმენია რაღაც ამერიკის ისტორიიდან, თუ არ წაგვიკითხავს…))))
ამიტომ მე ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილს სჭირდება ჩვენი თანადგომა, მხარდაჭერა… პირადად მე, ვთვლი, რომ ვალში ვარ მასთან, გადაგვივლიდა მიჰა მთელ სანათესაოს , მეორე წრეზე დაიჭერდა და დამაინვალიდებდა …
ეს ჩემი ფიქრია და სხვების არ ვიცი, ვისაც როგორ უნდა, ისე იფიქროს.. თუმცა, ადამიანურ ფაქტორს რომ შევეშვათ, საქართველოს აღმშენებლობის უამრავი პროექტი შეგვიჩერდება, წყალტუბო, აბასთუმანი, სვანური კოშკების აღდგენას ასობით მილიონი სჭირდება, ქუთაისის უნიკალური უნივერსიტეტი, რაც ქუთაისსაც შეუფერხებს შემოსავლების გაზრდას, ასევე მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესების თანადაფინანსებაც, რადგან შეჩერდება “დანერგე მომავალი”, “აწარმოე საქართველოში”, “მცირე და საშუალო სასტუმროების თანადაფინანსება” და ბევრი სხვა პროექტი შეუჩერდება თქვენს შვილებს და შვილიშვილებს…
მოკლედ, საქართველო მძლავრად შეფერხდება და  კიდევ უარესი, ომში ჩართვას გვაძალებენ აშკარად, თუ ბიძინა ივანიშვილი სანქციებში მოაყოლეს…
რუსთაველზე ან ამერიკის საელჩოსთან რომ დავაანონსო ბიძინა ივანიშვილის და საქართველოს მთავრობის პოლიტიკური კურსის – რაც რეალურად საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის განწყობაა
-არა ომს! – აქციის მხარდამჭერი შეკრება, ვინ წამოხვალთ, ვთქვათ შაბათს, ან კვირას? ან თუნდაც ყველა ქალაქში შევიკრიბოთ?…
გთხოვთ, ეს შეკითხვა გაავრცელოთ, რომ მივხვდე, როგორი მზაობა გვაქვს, რომ “ პოლიტიკური ლიდერების” გარეშე შევიკრიბოთ ხალხი?
ჭკვიანი მეგობრები მყავხართ და ველოდები თქვენს რჩევებსაც, ეს პოსტი ნაჩქარევად დავწერე… ❤️
ვინც ვერ მიხვდით რამ ამაღელვა, გინდაც ჩემ გვერდზე წაიკითხეთ ხათუნა ხოფერიას პოსტი და გნებავთ ხათუნასთან წაიკითხეთ, უზუსტესად გაშიფრა ჩვენს გარშემო მიმდინარე მოვლენები, რასაც ყველა ვხვდებოდით, მაგტამ დაჯერება გვიკვირდა, რომ ასე დაგვაძალებენ ჩვენი შთამომავლობის ომისთვის გაწირვას!
ასევე, ეს სიმწრით წამოჩიტული ბიზნესი და ეკონომიკა , მთელი ქვეყნიანად ისევ ბომბებს უნდა შევუშვიროთ თურმე?!..
აღშფოთებული ვარ, ძალიან დიდი ხანია ასეთი გამწარებული არ ვყოფილვარ !!! ?
პავლიკმოროზოვების ხროვა  ნაცხლისტობა, ვინც პეტიციას მოაწერა ხელი, სადაც ითხოვენ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციებს, ეს უნამუსოები, ეს თახსირები , ჩვენს მომავალ თაობას ართმევენ ყველაფერს, თუნდაც მარტო თბილისი დარჩეს ან გინდაც არ გადარჩეს, ოღონდ ძალაუფლება ხელში აიღონ და “დირეხტორები” ერქვათ , რეებს გვიბედავენ საერთოდ?!.
ეს არ იქნება რომელიმე პარტიის აქცია, ეს იქნება საქართველოს უმრავლესობის პოზიციის დანახება – არა ომს!
ძალიან გთხოვთ, აქაც ნუ დაიზარებთ აქტიურობას და გაზიარებას, ხომ იცით, ფეისბუქს აკვირდებიან და ამ დროს ნაცხლისტებს – თითოს ათი გვერდი აქვს და ვითომ “უმრავლესობა” არიან, ასე წარმოაჩენენ აქაურობის ხელოვნური გადათამაშებით…
ემიგრანტებმაც იაქტიურეთ, აქ მაინც დაფიქსირდეს თქვენი პოზიცია … ვაჩვენოთ რამდენი ვართ რეალურად და არა ტროლ-ბოტებით!…

მანჩო გიორგობიანი; სოციალური ქსელი

Cesko