96 წლის ასაკში ამერიკული სცენის ლეგენდარული მომღერალი ტონი ბენეტი გარდაიცვალა (ვიდეო)

July 22, 15:25
0
315

96 წლის ასაკში ამერიკული სცენის ლეგენდარული მომღერალი ტონი ბენეტი გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი გამომცემელი სილვია ვაინერი ავრცელებს.

2021 წელს ბენეტის ოჯახმა განაცხადა, რომ მომღერალს 5 წლით ადრე ალცჰეიმერის დაავადება დაუდგინეს. მიუხედავად მძიმე სენისა ბენეტი რამდენიმე წლის განმავლობაში კონცერტებს მაინც ატარებდა.

80-წლიანი კარიერის განმავლობაში ბენეტმა ასობით კომპოზიცია შეასრულა, მეგობრობდა ბობ ჰოუპთან და ფრენკ სინატრასთან, გამოჩნდა სიმპსონების ეპიზოდში, კარიერის მიწურულს კი ლედი გაგასთან ერთად დუეტების ორი ალბომი გამოსცა.

20 გრემის გარდა ბენეტი გინესის რეკორდსმენიც არის. ის ყველაზე ასაკოვანი მომღერალია, რომელმაც ახალი ალბომი გამოსცა, ჩაწერის მომენტში ბენეტი 95 წლისა და 60 დღის იყო.

“ძალიან გამიხარდებოდა თუ წარმატებას მივაღწევდი, მაგრამ ასე რომ არც მომხდარიყო ცხოვრების ბოლომდე იმას გავაკეთებდი რაც მიყვარს – ვიმღერებდი”. – ამბობს ბენეტი ლარი კინგთან ინტერვიუში 1998 წელს.

Cesko