„დღეს იმავე აუზში 4 წლის ბავშვი ჩავარდა, იმ რეანიმაციაში წევს, სადაც ჩემი შვილი იწვა… მაშველები ჰყავთ ისეთი, პირველადი დახმარებაც არ შეუძლიათ…“ – რა მძიმე ამბები დატრიალდა თბილისის ზღვის კლუბში?

0
2033
26 Views

მოქალაქე მარიკო ჭყონია, ჯგუფში – „სასოწარკვეთილი მომხმარებელი“ – თბილისის ზღვის კლუბში მომხდარ ინციდენტზე სტატუსს აქვეყნებს და წერს:

„თბილისის ზღვის კლუბი – ერთი კვირის წინ ჩემი შვილი დაგვეხრჩო აუზში წამებში მოხდა ყველაფერი, არანაირი საციცოცხლო ნიშნით ამოვიყვანეთ აუზიდან. მაშველები ჰყავთ და პირველადი დახმარებაც არ შეუძლიათ. სასწრაფომ გვიშველა გზაში აუმუშავეს გული. დღეს ზუსტად ამავე აუზში 4 წლის ბავშვი ჩავარდა. მაშველებმა ისევ ვერაფერი ვერ ქნეს. ახლა ზუსტად იმ რეანიმაციაში წევს, სადაც ჩემი შვილი იწვა.

გამწარებული მამა მიბრუნებულა აუზზე კამერების ჩანაწერებს სთხოვდა, აქეთ გალანძღეს და რა არ აკადრეს იმის მაგივრად, მოეკითხათ მაინც ბავშვის მდგომარეობა! დასახურები ხართ!ი მედია, არასდროს არავინ აღარ მოვა თქვენთან!” – დაწერა მარიკო ჭყონიამ.

ჯგუფის ადმინისტრატორი, ჟურნალისტი, ნინო ჟვანია, წერს:

„პოსტი დავადასტურე, რადგან პორადად ვიცნობ ოჯახს, რომელზეც ამ პოსტში წერია და კიდევ მსუბუქადაა აღწერილი, რაც იქ მოხდა რეალურად. აუზებზე არ ჰყავთ პერსონალი, ვინც პირველადი დახმარების გაწევა იცის. ეს არ ეხება ერთ აუზს. მასობრივად დაუცველები ვართ და არ არის არანაირი წესი, ნორმა, უსაფრთხოება პლუს კიდევ თანამშრომლების თუ ხელმძღვანელის ადეკვატურობა. ხალხი გარდა იმისა, რომ ელემენტარულად გონზე არაა არაფრის ისე მართავენ საკუთარ ბიზნესს, თან არაადამიანებიც არიან. დეტალებს სხვა დროს დავწერ.”

Cesko