რუსეთმა უკრაინის პორტებთან ნაღმები განათავსა – თეთრი სახლი

July 20, 11:01
0
138

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესმდივნის ადამ ჰოჯის განცხადებით, რუსეთმა შავ ზღვაში უკრაინის პორტების მისადგომებზე ნაღმები განათავსა.

როგორც ჰოჯმა CNN-თან საუბარში აღნიშნა, რუსეთმა შესაძლოა შეუტიოს სამოქალაქო გემებს შავ ზღვაშიც და ამაში ბრალი უკრაინულ მხარეს დასდოს.

ეს არის კოორდინირებული ძალისხმევა შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე ნებისმიერი თავდასხმის გასამართლებლად“, – აცხადებს ადამ ჰოჯი.

ინფორმაციისთვის, 17 ივლისს რუსეთმა „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლის შესახებ განაცხადა.

კრემლის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის განცხადებით, „მარცვლეულის შეთანხმების“ რუსეთის მონაწილეობის გარეშე გაგრძელების მცდელობა რისკებს გამოიწვევს.

პესკოვის თქმით, მარცვლეულის დერეფანი ომის ზონის მიმდებარედ არის და „კიევის რეჟიმი“ მას სამხედრო მიზნებისთვის იყენებს.

Cesko