პოლონეთში ქართველებს თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს – ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა

0
4642
22 Views

პოლონეთში, ორ ქართველს თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. გამოცემის ინფორმაციით, მომხდარს წინ სიტყვიერი კონფლიქტი უძღოდა. საქართველოს მოქალაქეებიდან ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს.

რაც შეეხება მეორე ქართველს, მან დაზიანებები სახის არეში მიიღო.

ჯგუფური თავდასხმის შესახებ პოლიციას მაღაზიის მეპატრონემ აცნობა. სამართალდამცავებმა კი, ფაქტზე პოლიციამ 4 პირი დააკავეს. დამნაშავეები არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.

პროკურატურის გადაწყვეტილებით, ოთხივე პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. დაკავებულებს დაზარალებულებთან მიახლოება აეკრძალათ. ჩადენილი დანაშაულისთვის მათ 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

TV 25

Cesko