სოციალური ქსელის მომხმარებელი კახა ჯანაშვილი 1 არხის პროდიუსერის მარიცა კვანტალიანის გარდაცვალებას ეხმაურება და ექიმებს მწვავედ მიმართავს:
„მარიცას, ბავშვობიდან ვიცნობდი. ჩემი ძმაკაცის გაზრდილი შვილია. დედისერთა, უნიჭიერესი გოგონა. პირველი არხის, სპორტული რედაქციის პროდუსერი იყო. ჯანმრთელობის დაზღვევაც ჰქონდა და უამრავი მეგობარი ჰყავდა, ჩვენი სახით.
ახლა, ვსვამ კითხვას: როგორ შეიძლებოდა, როდესაც 34 წლის, განათლებული გოგო, დადიოდა კვლევებზე, იკეთებდა ანალიზებს და სიმსივნე ვერ ეპოვნათ?! 34 წლის ახალგაზრდა გოგონა , დაიღუპა იმიტომ, რომ ზოგიერთი ექიმი, ექიმი კი არა, მკითხავია! ( რა თქმა უნდა, ყველა ექიმს არ მოვიაზრებ, ამაში) კვლევებზე, სადაც მარიცა დადიოდა, რა ექიმები ხართ, ვერ დაადგინეთ, რომ ამ სიცოცხლით სავსე გოგოს მდგონარეობა, მე-4 სადიის კიბომდე არ მისულიყო?! როგორ ვერ იპვნეთ ამდენი ხნის განმავლობაში?!! გეკითხებით, ახლა ვინ ხართ, თქვენ?! რა გინდათ საერთოდ, პაციენტებთან, საავადმყოფოებში! ყველაფერს შეიძლება გაექცეთ, ამ ცხოვრებაში, მაგრამ იქ , უფლისგან, ვერსად წახვალთ! თქვენ , ჩვეულებრივი მკვლელები ხართ!
34 წლის ასაკში გარდაიცვალა 1 არხის პროდიუსერი მარიცა კვანტალიანი – რა გახდა გარდაცვალების მიზეზი