2 ქალსა და 6 წლის ბავშვს თავს დათვი დაესხა! – “დამარტყა ტორი და დამითრია ბავშვთან ერთად…”

0
212
22 Views

შუახევში, სოფელ დაბაძველში, დათვი ორ ქალსა და ერთ მცირეწლოვან ბავშვს თავს დაესხა. დაშავდა 6 წლის ბავშვი, რომელსაც რამდენიმე ნაკერი დაადეს.

74 წლის ვერიკო ზოიძე შვილიშვილთან და რძალთან ერთად ჭალაში იმყოფებოდა, რა დროსაც დათვის ბელებს გადაეყარნენ, შემდეგ კი მათ დედა დათვი დაესხა თავს.

„გზაზე ორი ქალი ვიყავით და ერთი ბავშვი, რომელიც ხელში მყავდა, მაგრამ მაინც ჩამოჰკრა ტორი და მეც გამათრია ბავშვთან ერთად.

დამარტყა ტორი და დამითრია ბავშვთან ერთად. მაინც გამოჰკრა ბავშვს ტორი და ყურთან მიაყენა დაზიანებები.

12 ნაკერი დაადეს ბავშვს, მაგრამ ახლა კარგად არის, როგორც ექიმმა გვითხრა. მეც დავზიანდი, ისე მათრია, რომ ძალა აღარ მაქვს, ხვალ მეც უნდა მივიდე ექიმთან.

ჩვენ ჩვენი ვიბრძოლეთ, დათვებმა – მათი. ვიგერიებდით ჯოხით და მერე ბელები რომ მივიდნენ მასთან, დათვიც ადგა და წავიდა ტყისკენ. ასე გადავრჩით”, – ამბობს „ბათუმელებთან” ვერიკო ზოიძე.

მისი თქმით, წელს ძალიან ბევრი დათვია სოფელში და მის შემოგარენში. დათვები საცხოვრებელ სახლებთანაც მიდიან ახლოს.

წყარო: “ბათუმელები”

Cesko