“თქვა ვიხრჩობიო და თვალები გადააყირავა…” – თბილისში, 7 წლის ბავშვის გარდაცვალებაში მშობლები ექიმებს ადანაშაულებენ
ოჯახი 7 წლის ბავშვის გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებს. ბავშვი, თბილისში, მანაგაძის კლინიკაში გარდაიცვალა. როგორც მოზარდის დედა, ბაია ინჯგია აცხადებს, ბავშვს ნარკოზის ზედმეტი დოზა გაუკეთეს.
“მე ბავშვმა მითხრა, არ დამტოვოო და ხელი მომკიდა… ვუთხარი, ნარკოზის გაკეთების დროს შემიყვანეთ-მეთქი. მერე ნარკოზისტმა გაუკეთა ნარკოზი, ვენაში შეუყვანა. ბავშვმა ხელი ასე დაიდო და ვიხრჩობიო მითხრა. ვიხრჩობიო. ერთი სიტყვა თქვა, ვიხრჩობიო და თვალები გადააყირავა… ნარკოზისტმა თქვა, ეს იცისო ნარკოზმაო, თქვენ უნდა გახვიდეთო, მე მივხედავ ყველაფერსო, ხოდა გამომიშვეს აქეთ. ძალით მომიკლეს ჩემი შვილი. დამიხრჩვეს, არაფერი პრობლემა არ ჰქონდა, ძალით გაგუდეს, ზედმეტი დოზა მისცეს, – ამბობს გარდაცვლილი ბავშვის დედა ბაია ინჯგია.
წყარო: მთავარი არხი