ბათუმში, Batumi View-ს ელიტარულ საცხოვრებელ კომპლექსში მცხოვრებ (!!!)რედ. რუს ტურისტებს ელექტროენერგიის უქონლობაზე ჩივილის გამო სცემეს.
ტელეგრამის არხის ცნობით, ეს მოხდა 11 ივლისს, პირველი საჩივრიდან რამდენიმე დღეში. მანამდე ტურისტები ცდილობდნენ გარკვეულიყვნენ სიტუაციაში და ჯერ დაუკავშირდნენ კომპანიის მენჯმენტს, მაგრამ მისმა თანამშრომლებმა ისინი ენერგეტიკოსებზე გადაამისამართეს.
ამის შემდეგ რუსები მივიდნენ ენერგეტიკოსებთან, მათგან მიიღეს პასუხი, რომ დამნაშავე იყო მშენებელი, რომელმაც თითქოს წელიწადნახევრის განმავლობაში დროებითი დენის კაბელი მუდმივით ვერ შეცვალეს.
რუსმა ტურისტებმა ამჯერად უკვე მშენებლებს მიაკითხეს, მაგრამ მოულოდნელად მათგან აგრესია წამოვიდა, რასაც არ ელოდნენ. ტურისტები არ დაიბნენ და ამ ყველაფრის ვიდეოზე გადაღება დაიწყეს რაც მათ პოლიციასთან კომუნიკაციაში დაეხმარა.
მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცავებმა უხალისოდ მიიღეს დაზარალებულის განცხადება, მაინც დაიწყეს გამოძიება დაიწყეს. შედეგად მშნებელმა სოციალურ ქსელებში “ბოდიში მოიხადა ანტირუსული პასკვილისთვის”.
წყარო: https://tia.ge/