ყველა მხრიდან გვაქვს უამრავი სირთულე, მაგრამ, იცით, რომ ჩვენ გვაქვს სწორი, პრაგმატული პოლიტიკა და სწორედ ამ პოლიტიკის შედეგია, რომ საქართველო მაქსიმუმს ახერხებს იმ ურთულეს ვითარებაში, რომელიც ჩვენს გარშემო არის შექმნილი, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ რითაც უპასუხა კითხვას – როგორ აფასებს იმ ფაქტს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი რუსეთის მხარემ დატოვა.
„გამოწვევები სერიოზულია, თუმცა ჩვენ ამ გამოწვევებთან სათანადოდ გამკლავებას ვახერხებთ. დღემდე ასეა და ასე იქნება მომავალშიც“, – აღნიშნა კობახიძემ.
13 ივლისს ჟენევის მოლაპარაკებების 58-ე რაუნდი გაიმართა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციამ მოლაპარაკებები დროზე ადრე დატოვა და ვერ შედგა დისკუსია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი საქართველოს მოქალაქეების შინ უპირობო დაბრუნების საკითხზე.