ირაკლი კობახიძე: როგორ შეიძლება, საქართველოში ფრენები გახდეს რისკების საფუძველი? თუ არ უნდათ რუსეთის მოქალაქეები ევროკავშირში – ნუ მისცემენ ვიზებს

0
258
22 Views

ერთ-ერთი ელჩი გამოვიდა და თქვა, რომ ეშინიათ, რომ საქართველოს გავლით ბევრი რუსი შევა ევროკავშირში. ჯერ ერთი, ევროკავშირში რუსეთის მოქალაქის შეცვლას სჭირდება ვიზა. თუ არ უნდათ რუსეთის მოქალაქეები ევროკავშირში – ნუ მისცემენ ვიზებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

„მეორე, თუ რამდენად „სარისკოა“ საქართველოში ფრენები რუსეთის მოქალაქეების ევროპაში გამგზავრების თვალსაზრისით, მოვიყვან მარტივ სტატისტიკას. დღეში თურქეთში რუსეთიდან დაახლოებით 100 პირდაპირი რეისი სრულდება, აზერბაიჯანში – დაახლოებით 25, სომხეთშიც – დაახლოებით 25, ჯამში 150 რეისი. საქართველოში რუსეთიდან დღეში სრულდება 5 რეისი. თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ, რა მასშტაბებზეა საუბარი და როგორ შეიძლება, საქართველოში ფრენები გახდეს რისკის საფუძველი. ეს ხომ ცარიელი სპეკულაცია და ტყუილია? როგორ შეიძლება, ელჩი თუ რომელიმე პოლიტიკოსი ასეთ რამეს კადრულობდეს? არ შეიძლება ასეთი ტყუილებით რაღაც პიარული სვლების დაგეგმვა“, – აცხადებს კობახიძე.

Cesko