ასე უპასუხა მან კითხვას, თუ რატომ არ აქვს აშშ-ს საქართველოსთან უვიზო რეჟიმი. ელჩმა მოქალაქეების კითხვებს Facebook-ზე პირდაპირ ეთერში უპასუხა.
ელჩის თქმით, მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ამერიკას მთელ მსოფლიოში მხოლოდ 38 ქვეყანასთან აქვს უვიზო რეჟიმი და აქედან 27 ევროკავშირის წევრი ქვეყანაა.
„უვიზო რეჟიმი [აშშ-ს პრაქტიკაში] არცთუ ისე გავრცელებულია. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ყოველწლიურად აშშ-ში ათასობით ქართველს ვიღებთ, რომლებიც ჩამოდიან როგორც: ტურისტები, სტუდენტები, ასევე ბიზნესისთვის, განათლებისთვის… ჩვენ ყოველთვის გვიხარია, როცა ქართველები ჩამოდიან და გვესტუმრებიან აშშ-ში”, – განაცხადა დეგნანმა.
“გვაქვს შესანიშნავი გაცვლითი პროგრამები. გასულ კვირას ქართული წარმომავლობის 150 ახალგაზრდა ამერიკელისგან შემდგარი ჯგუფი გვყავდა, რომლებმაც ფილარომონიაში ქართული ცეკვისა და სიმღერის შესანიშნავი შოუ გამართეს, ასევე საქართველოდან დიდებული ჯგუფები მიდიან ამერიკაში, მაგალითად, ვაშინგტონში იყვნენ 26 მაისთან, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. ეს არის ის, რაც მუდმივად ხდება და ჩვენ მივესლამებით ქართველებს ამერიკაში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.