პუტინმა მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელების პირობები გამოაცხადა

0
241
22 Views

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, 13 ივლისს მოსკოვში, რუსულ სააგენტო „ინტერფაქსთან“ განაცხადა, რომ რუსეთმა შესაძლოა შეაჩეროს მონაწილეობა მარცვლეულის შეთანხმებაში და შეუერთდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისთვის მიცემული დაპირებები შესრულდება.

„როგორც ერთ-ერთი ვარიანტი – არა ჯერ გახანგრძლივება, შემდეგ დაპირებების შესრულება, არამედ ჯერ დაპირებების შესრულება, შემდეგ ჩვენი მონაწილეობა“, – განაცხადა პუტინმა ჟურნალისტის კითხვებზე პასუხის გაცემისას.

პუტინის თქმით, დღემდე „მარცვლოვანი გარიგების“ ფარგლებში რუსეთის ინტერესებთან დაკავშირებული არც ერთი პუნქტი არ შესრულებულა.

„არაფერი, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, საერთოდ არაფერი გაკეთებულა. ეს არის ცალმხრივი თამაში. არც ერთი პუნქტი, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის ფედერაციის ინტერესებთან, არ შესრულებულა”, – განაცხადა პუტინმა.

დასმულ კითხვაზე, თუ რამდენ ხანს არის მზად რუსეთი დაელოდოს, თუ მარცვლეულის გარიგების ვადა 17 ივლისს ამოიწურება, პუტინმა თქვა: „რამდენიც დასჭირდება ჩვენს წინაშე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას, დაპირებებს, რომლებიც ჩვენთვის არის მოცემული“.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ამავე დროს აღნიშნა, რომ ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ, რომლებმაც მიიღეს უკრაინული მარცვლეულის მნიშვნელოვანი ნაწილი, „დაიწყეს უარი უკრაინულ მარცვლეულზე, მათ დაიწყეს უკრაინული მარცვლეულის დისკრიმინაცია და არა ჩვენ“, განაცხადა პუტინმა.

 

Cesko