19 Views
პაკისტანში 8 ადამიანის, მათ შორის 6 ბავშვის გადარჩენას ცდილობენ, რომლებიც საბაგიროზე, გონდოლაში არიან გაჭედილები. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი ქვეყნის ჩრდილოეთ-დასავლეთით, ბატაგრამში მოხდა. ბავშვები სკოლაში მიდიოდნენ, როდესაც საბაგიროს ერთ-ერთი კაბელი გაწყდა და გონდოლა ხეობის თავზე, 274 მეტრის სიმაღლეზე გაჩერდა.
შემთხვევა ადგილობრივი დროით დაახლოებით 07:00 საათზე მოხდა. სამაშველო სამუშაოები სამხედრო ვერტმფრენებია ჩართული.
ამ დრომდე გრძელდება სამაშველო ოპერაცია.