რატომ არ მიაჩნდა პატარკაციშვილს ივანიშვილი თავის ტოლფასად და სად ჰქონდა მას საიდუმლო შტაბი

July 12, 12:47
0
18344

ვალერი გელბახიანი გაზეთ „ვერსიასთან“ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილისა და ბადრი პატარკაციშვილის ურთიერთობაზე კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ პატარკაციშვილს ივანიშვილი თავის ტოლფასად არ მიაჩნდა:

„რომ გითხრათ, ბადრის ბიძინა უყვარდა-მეთქი, ტყუილი იქნება. ბადრის თავისი წარმოდგენები, შეხედულებები ქონდა და მისგან საქებარს ვერასოდეს გაიგებდით. მიაჩნდა, რომ ბიძინას ის დონე არ ჰქონდა, რაც მსხვილ ბიზნესმენს უნდა ჰქონდეს. ბადრი ამბობდა, მთავარი ჯერ ადამიანობაა და მერე ფულიო. ფასეულობების თვალსაზრისით, არ თვლიდა, რომ მისი ტოლფასი ადამიანი იყო. მტრად არ მიაჩნდა, მაგრამ ბოლო დროს ეჭვობდა, რომ ბიძინა მის მოწინააღმდეგეთა ბანაკში იყო“- აცხადებს გელბახიანი.

სვანეთში ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭებს სამებაში გადაასვენებენ
პოლონეთში დააკავეს ქართველი, რომელსაც ძებნილი არასრულწლოვნები უკანონოდ გადაჰყავდა
ვალერი გელბახიანის თქმით, ბიძინამ სააკაშვილის გვერდით ბადრის ადგილი დაიკავა , თავდაპირველად კი „ვარდების რევოლუციას“ პატარკაციშვილი აფინანსებდა:

„რევოლუციის დროს, მიშას კულუარებიდან ეხმარებოდა- ბადრიმ შტაბი შექმნა, სპეციალისტები ჩამოიყვანა. საიდუმლო შტაბი ავლაბარში , ქალაქის პროკურატურის ყოფილ შენობაში მდებარეობდა, ინსტრუქციები ამ შტაბში ასე ვთქვათ იჭედებოდა და მერე , მიშას შტაბში მიდიოდა“-აღნიშნავს ვალერი გელბახიანი.

გელბახიანის განცხადებით, საჩხერის რაიონში 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენის დროს პატარკაციშვილსა და ივანიშვილს შორის გარკვეული კონსულტაცია გაიმართა, ბიზინა ივანიშვილმა ბადრი პატარკაციშვილს პირობა მისცა, რომ მის მიერ წარდგენილ კანდიდატურას ივანიშვილისგან წინააღმდეგობა არ შეხვდებოდა:

„ბიძინამ უთხრა, მაგ ამბავში არ ვერევი და თუ ვინმე ეტყვის, ბიძინას არ უნდიხარო, ერთ ადგილას პანჩური ამოარტყასო, აი ამ ლაპარაკს შევესწარი… მართალია, ბადრის დეტალები არ უთქვამს, უკმაყოფილო რატომ იყო, მაგრამ მერე ბიძინამ დაწერა, რომ მიშას წინააღმდეგ ბრძოლა შესთავაზა, ძალები გავაერთიანოთ და მიშა დავამარცხოთო, რაზეც უარი უთხრა“- აცხადებს ვალერი გელბახიანი.

Cesko