“ბებო პარკში მივდივარო, მითხრა…” – რას ჰყვებიან ბორჯომში მომხდარ მკვლელობისთვის დაკავებული 17 წლის არასრულწლოვანის ოჯახის წევრები? ბორჯომში მოკლულ ახალგაზრდას ემოციურად ემშვიდობებიან

0
1555
28 Views

ბორ­ჯომ­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი 17 წლის ახალ­გაზ­რდას ოჯა­ხი ეჭ­ვობს, რომ მომ­ხდარ­ში სხვა პი­რე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. და­კა­ვე­ბუ­ლის ბე­ბია-ბა­ბუა მკვლე­ლო­ბის ღა­მეს იხ­სე­ნე­ბენ.

“მე დღეს პარკში მივ­დი­ვა­რო, ბებო რატო მი­დი­ხარ­-თქო, ვკი­თხე. 17 წლის ბავ­შვს რა პრობ­ლე­მა უნდა ჰქონ­დო­და, გარ­და­ტე­ხის პე­რი­ო­დი ჰქონ­და, ეტყო­ბა რა­ღაც მოხ­და. ეს ბიჭი, ვინც მოკ­ლუ­ლია, იმ კა­ფე­ში მუ­შა­ობ­დაო, ამ­ბო­ბენ. ეტყო­ბა რა­ღაც ჩხუ­ბი მოხ­და შიგ­ნით და ეს ეტყო­ბა მი­ვი­და და გა­აფრ­თხი­ლა მე­პატ­რო­ნე.

რო­გორც აქ მე­ზობ­ლე­ბი ლა­პა­რა­კო­ბენ, ვი­ღა­ცამ ტე­ლე­ფონ­ზე და­უ­რე­კა და გა­ვარ­დაო და იქ მე­ეჭ­ვე­ბა მარ­ტო ყო­ფი­ლი­ყო და მგო­ნი, მარ­ტო ამას არ გა­უ­კე­თე­ბია, რა­ღა­ცა ჩხუ­ბი იყო იქ და აშ­ვე­ლებ­დნენ” – ამ­ბობენ ოჯახის წევრები.

ბორჯომის ცენტრალურ პარკთან ახალგაზრდა კაცი მოკლეს, შემთხვევა 7 ივლისს გვიან ღამით მოხდა. ჩვენი ინფორმაციით, მოკლული დავით ხაჩიძეა.

ცენტრალურ პარკში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავა. ბრალდებული 17 წლის არასრულწლოვანია, რომელმაც შსს-ს ცნობით, 23 წლის მამაკაცს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა.

ახალგაზრდას ემოციურად ემშვიდობებიან:

“შენ ამ სამყაროს იმ მიზეზით რომ ტოვებ რაც შეგემთხვა როგორ დავიჯეროთ სიკეთის და ბედნიერების სიკეთის და პოზიტივის განსახიერება კაცო ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი სუფთა სული”

“დათო როგორ დაგვწყვიტე ყველას გული,რით უნდა გავამხნევოთ შენი გამწარებული დედა”

“ასეთი ანგელოზი ბიჭი მოუკლეს ბორჯომს😔🥺რატომ??????????😭😭😭სიტყვები არ მყოფნის”

Cesko