“ამას აკეთებს დიანა ღურწკაია ქმრის საფლავთან” – რას წერს რუსული მედია

0
3156
40 Views

მომღერალ, დიანა ღურწკაიას ქმრის გარდაცვალებიდან, 40 დღე გავიდა. როგორც რუსული მედია წერს, მომღერალი ქმრის საფლავს არ შორდება.

როგორც დიანას ძმამ, რობერტ ღურწკაიამ განაცხადა, მომღერალს ძალიან უჭირს მეუღლის სიკვდილთან შეგუება.

„ყოველ დღე დადიოდა სასაფლაოზე პიოტრის სანახავად. მხოლოდ ორშაბათს არ გავუშვი, რადგან, მართლმადიდებლებს, გვაქვს ასეთი რწმენა. ორშაბათს საფლავზე არ უნდა გახვიდე თუ სახლში შვილი გყავს“,- თქვა რობერტმა mk.ru-სთან ინტერვიუში.

ცნობისთვის, პიოტრ კუჩერენკო 46 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. კუჩერენკო კუბაში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა, უკან დაბრუნების დროს კი გარდაიცვალა. კუჩერენკომ თვითმფრინავში თავი ცუდად იგრძნო, რის გამოც თვითმფრინავი სხვა ადგილას დაეშვა. მას დახმარება აღმოუჩინეს, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა.

Cesko