ძაღლის გამო, მგზავრმა ავტობუსში კონტროლირს სცემა! – „მაშინვე დამარტყა ხელი… ბავშვები ტიროდნენ“

0
1653
195 Views

რუსთავის მუნიციპალურ ავტობუსში ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო.

დაპირისპირება ტრანსპორტში ძაღლის ალიკაპის გარეშე აყვანას მოჰყვა, რამაც მცირეწლოვანი ბავშვების შეშინება გამოიწვია. როგორც ავტობუსში დასაქმებულმა კონტროლიორმა “ინფო რუსთავის” უთხრა, მითითების მიცემის შემდეგ, მას ცხოველის მეპატრონე ფიზიკურად გაუსწორდა.

“ვუთხარით, რომ ალიკაპის გარეშე ძაღლს ვერ ამოვუშვებდით ავტობუსში. არც ისე შეიძლება და თან ბავშვებიც იყვნენ ტრანსპორტში. მომპარეს ალიკაპიო თქვა და ვუთხარი, არ მაქვს უფლება, ძალიან გთხოვთ დატოვეთ ავტობუსითქო. მაშინვე დამარტყა ხელი და უწმაწური სიტყვებით მომმართა. მოვითხოვე ავტობუსის გაჩერება, რათა მგზავრი ჩასულიყო. ბავშვები ტიროდნენ, რა ვქნა, ვერ ვამგზავრებდი, არ მაქვს უფლება.

მერე მგზავრები რომ ყვიროდნენ, მათ ვუთხარი, თუ ვინმეს ჩასვლა გინდათ, წინა კარიდან ჩაგიშვებთ და მე გაგაყოლებთ მეორე ავტობუსს-თქო, ამაზე ისევ შემომიტრიალდა უწმაწური სიტყვებით და მეორედ დამარტყა”, – თქვა კონტროლიორმა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები.

ინფო რუსთავი

Cesko