მომიტინგეებმა ქალაქის გარეუბნის მერის სახლი დაარბიეს, მანქანას დაწვეს, თავს დაესხნენ მის ცოლსა და მცირეწლოვან შვილებს, დაჭრეს მერის მეუღლე – პარიზში წარმოუდგენელი ამბები ხდება

July 3, 07:20
0
134

საფრანგეთში მომიტინგეებმა პარიზის ერთ-ერთი გარეუბნის მერის სახლი დაარბიეს, მანქანას ცეცხლი წაუკიდეს, თავს დაესხნენ მის ცოლსა და მცირეწლოვან შვილებს, როდესაც ისინი გაქცევას ცდილობდნენ.

ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

მედიის ცნობით, პარიზის გარეუბნის მერი, ვინსენტ ჟანბრუნი შემთხვევის დროს სახლში არ იმყოფებოდა, ხოლო მის ცოლსა და შვილებს სახლში ეძინათ.

„მათი გადარჩენის მცდელობისას და თავდამსხმელებისგან გაქცევისას, ჩემი მეუღლე და ჩემი ერთ-ერთი შვილი დაზარალდნენ“, – განაცხადა მერმა.

ადგილობრივმა პროკურორმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გამოძიება მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაიწყო. ეჭვმიტანილი ამ დრომდე არ არის დაკავებული.

საფრანგეთში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ 27 ივნისს პარიზის გარეუბან ნანტერში პოლიციელმა წარმოშობით ალჟირელი 17 წლის ბიჭი მოკლა. დაკავებულია პოლიციის ოფიცერი, რომელმაც გასროლის შედეგად მოზარდს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

პრაიმტაიმი

Cesko