“შავი ხვრელი” დედამიწაზე – ნუნისის გამოქვაბული, რომელიც საქართველოს ყველაზე ამოუცნობი და მისტიკური ადგილია

0
6048
31 Views

სოფელი ნუნისი ხარაგაულის რაიონში მდებარეობს და უახლოეს რკინიგზის სადგურ მოლითიდან 7 კილომეტრშია. მას დიდი ხნის ისტორია აქვს. ჯერ კიდევ ვახუშტი ბატონიშვილს აქვს მოხსენიებული ნუნისის წყალი, როგორც საამო და მარგებელი. ნუნისის აღმოჩენის შესახებ მრავალი ლეგენდა არსებობს. ერთ-ერთი მთავარი მათგანი დავით აღმაშენებლის სახელს უკავშირდება.

ლეგენდა მოგვითხობს, რომ დავით მეფე ბრძოლიდან ბრუნდებოდა. დაღლილ სახედრებს კანი მთლიანად გადატყავებული ჰქონდათ, როდესაც პირუტყვები ნუნისის წყალში შევიდნენ, ჩაწვნენ და დიდი ხნის განმავლობაში ფეხზე არ დგებოდნენ. წყალმა მათი დასახიჩრებული კანი მალევე განკურნა. დავითი იქვე მდებარე სოფლით მოიხიბლა და ეკლესიის აგება გადაწყვიტა.

ნუნისის ეკლესიიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით ტყის სიღრმეში მდებარეობს ადგილი, რომელსაც “ბერების კლდეს” უწოდებენ. მის კომპლექსში შედის კლდეში გამოკვეთილი სამი გამოქვაბული, გადმოცემის თანახმად ნუნისის ღვთისმშობლის ტაძარი ოდითგანვე საიდუმლო გვირაბით უკავშირდებოდა “ბერების კლდეს”.

ამ ადგილთან დაკავშირებით მრავალი ლეგენდა არსებობს. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, ნოეს კიდობანი სწორედ აქ, სოფელ ნუნისში მდებარეობდა. ლეგენდას ნუნისის ბერების კლდის შესახებ, საფუძველი ჩაუყარა ე.წ. “იბერიონთა საძმომ”

მას შემდეგ, რაც საძმომ 1989 წელს ბერების კლდეში ფართომაშტაბიანი ექსპედიცია და გათხრები ჩაატარა, იქაურობას “ნოეს საკურთხეველი” უწოდეს, კერძოდ კი “საკურთხეველი, რომელიც ნოემ ააგო კიდობნიდან გამოსვლისას ღმერთისთვის მსხვერპლის შესაწირად.”
ამ ლეგენდის თანახმად, ნოეს კიდობანი წყალზე არ ტივტივებდა, არამედ წარღვნის დროს “კიდობანი” (მთა, გამოქვაბული) ჰერმეტულად დაიკეტა სწორედ ნუნისის მთაში და ხალხი მხოლოდ ამის წყალობით გადარჩა.

ყველაზე გავრცელებული ლეგენდა მაინც გამოქვაბულში ფგაუჩინარებულ ადამიანებს უკავშირდება – ვინც ნუნისის სიღრმეში შესვლა და მისი დათვალიერება გადაწყვიტა, უკან ვეღარ დაბრუნდა. არსებობს მოსაზრება, რომ შიგნით გარკვეული მაგნიტური ველია, თუმცა სიღრმისეული ექსპედიციის ჩატაარების გარეშე ამის დამტკიცება ვერ ხერხდება.

საინტერესოა, რომ ექსპედიცია თავდაპირველად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II ლოცვა კურთხევით დაიწყო, თუმცა ბოლოს საპატრიარქოს მხრიდან ეს დაგმობილ იქნა, და საქმიანობა ჩაითვალა ერეტიკოსობად…

გავრცელებული ინფორმაციით ამ მთაში აღმოაჩინეს 13 ოთახი, რომელთაგანაც მხოლოდ 12 გახსნეს, მეცამეტე არ გახსნეს რადგან იქედან კივილის და სხვა შემაძრწუნებელი ხმები გამოდიოდა. საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ 13-ე კარები არის ჯოჯოხეთში ჩასასვლელი.

როგორც ადგილობრივები ყვებიან ისინი ძალიან ფრთხილობენ და ეშინიათ მოზარდებმა არ დალაშქრონ ეს ადგილი, რადგან ნუნისის გამოქვაბული საკმაოდ მისტიურია და საფრთხეს წარმოადგენს, თუმცა კონკრეტულად რა საფრთხეზეა საუბარი ამაზე პასუხი არავის აქვს.

ასევე არსებობს თეორია, რომ სვეტიცხოველზე გამოსახულ ხელი რომელსაც “კუთხე” ხესაწყო უჭირავს სინამდვილეში პროპორციულად მისანიშნი ნიშანი ყოფილა კიდობანისკენ, რაც ნიშნავს იმას, რომ კუთხეს სიგრძის პროპორციული გაზრდის შემდეგ ზუსტად ისაზღვრება კიდობანის ადგილ მდებარეობა რომელიც ნუნისს უთითებს.

რამდენიმე წლის განმავლობაში აქ საძიებო სამუშაოებს აწარმოებდნენ “იბერიონთა საძმოს” წევრები, რომლის დროსაც ცხრა მეტრის სიღრმეზე აღმოჩნდა ლოდით ამოქოლილი შესასვლელი მიწისქვეშეთში და რომელიც, “იბერიონთა საძმოს” მტკიცებით, წინაპართა დატოვებულ საიდუმლოს უნდა წარმოადგენდეს. მათივე მტკიცებით ამ კლდის მიღმა დარბაზში დევს წიგნი, რომელიც სახარებაში მოხსენიებულია “ლაზარედ” და მზის შუქს ელოდება. ეს მტკიცება ჯერ გამოკვლეული არ არის.

რამდენიმე წლის წინ ნუნისისს ტუმრობას გერმანელი ექსპერტებიც აპირებდნენ, თუმცა ექსპედიცია გაურკვეველი დროით გადაიდო.

არსებობს სხვა ვერსიებიც, რომელთა მიხედვით ამ კლდეში ინახება უძველესი რელიქვია, რომელიც თამარ მეფის დავალებით წამოიღეს ქათველებმა წმინდა მიწიდან. ეს არის ერთერთი შუბი, რომლითაც ქრისტე განგმირეს, და მაცხოვრის სისხლმა შუბი სასწაულმოქმედი გახადა. სხვა ვერსიის თანახმად, აქ ინახება იმ ჯვრის ნაწილი, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს.

ჯერჯერობით ყოველივე ეს ლეგენდად და ვარაუდად რჩება,.

ფაქტი კი ის არის, რომ ნუნისი თავისი ბუნებრივი და ისტორიული ძეგლებით საქართველოს ერთ ულამაზესი კურორტია და ბევრ მნახველს იზიდავს.

123123

123

123

 

ავტორი: ელენე ასაშვილი

წყარო: mix.metronome.ge

Cesko