“პირველად ვიგრძენი, რას ნიშნავს ამერიკაში ცნობილ ადამიანად ყოფნა“ – რას წერს ნუცა ბუზალაძე?

0
798
25 Views

ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურია – ის ყოველდღიურ ცხოვრებას, ვიდეობსა თუ ფოტოებს უზიარებს გამომწერებს.

ამჯერად მომღერალი გამომწერებს მის ცხოვრებაში მომხდარი მნიშვნელოვანი მომენტის შესახებ უზიარებს ინფორმაციას – როგორც ნუცა ბუზალაძე წერს, აეროპორტში უცხო ადამიანები ცნობენ, რომლებიც ეუბნებიან, როგორ უყვართ ნუცა და როგორ გულშემატკივრობენ მას.

“მეგობრებო მინდა გაგიზიაროთ… პირველად ჩემს ცხოვრებაში ვიგრძენი, რას ნიშნავს ამერიკაში ცნობილ ადამიანად ყოფნა. საუკეთესო რამ არის… როგორ ველოდი ამას, რომ ოდესმე უცხო ხალხი აეროპორტში ჩემთან მოვიდოდა და მეტყოდა, რომ ვუყვარვარ და მგულშემატკივრობენ?

გულწრფელად, ეს არის საუკეთესო გამოცდილება, რასაც American Idol პროექტის მონაწილეებს აძლევს. უბრალოდ ვზივარ აეროპორტში და ვფიქრობ, როგორი მადლიერი ვარ ამ ყველაფრით“, – წერს ნუცა ბუზალაძე.

"პირველად ვიგრძენი, რას ნიშნავს ამერიკაში ცნობილ ადამიანად ყოფნა“ - რას წერს ნუცა ბუზალაძე?

Cesko