(ვიდეო)“ზემოთ შეთანხმებულია… კითხე ირაკლის… ბოლომდე ვაწვებით… – “ლაშა ნაცვლიშვილთან მიმოწერას სრულად ვასაჯაროებთ” – “სტუდია მონიტორი”

0
932
28 Views

“სტუდია მონიტორის” ინფორმაციით, მათ გერას ხელმძღვანელის, ალექსანდრე გვარიშვილის ევრაზიული კავშირის გენერალურ მდივანთან და აიპიჩეინის პრეზიდენტთან – ანდრეი კრიჩევსკისთან ბიზნეს კავშირების დამადასტურებელი დოკუმენტები მოიპოვეს, ასევე, კრიჩევსკის საქართველოში ყოფნისა და მისი ბიზნესსაქმიანობის ფაქტები.

მათივე ინფორმაციით, ამ ორგანიზაციის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში ჩართულია ხელისუფლების სხვადასხვა შტო. ხოლო, ლაშა ნაცვლიშვილი საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის წინააღმდეგ პროცესებს მართავს.

სტუდია მონიტორი დღეს სრულად ასაჯაროებს ლაშა ნაცვლიშვილთან მიმოწერას და წერს:

📌 მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ლაშა ნაცვლიშვილთან მიმოწერას სრულად ვასაჯაროებთ.
📑 ნახეთ, მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ ლაშა ნაცვლიშვილი საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის წინააღმდეგ პროცესებს მართავს.

მარი დუდუნია-ჟურნალისტი:

ჩემი ჟურნალისტური საქმიანობიდან გამომდინარე ლაშა ნაცვლიშვილთან კომუნიკაცია Whatsapp-ის საშუალებით წლების წინ მქონდა. როგორ ჩანს, მან ჩემი საკონტაქტო ნომერი შეინახა. 2023 წლის 25 მაისს, დილის 9:59 წუთზე მისგან შეტყობინება მივიღე, ოღონდ ადრესატი ვინმე მიშა იყო. ცხადი იყო რომ მესიჯი შეცდომით მომწერა. რამდენიმე წუთი ვიფიქრე მეთქვა თუ არა რომ სხვას წერდა, თუმცა გადავწყვიტე გამეგრძელებინა კომუნიკაცია. ვუპასუხე რომ მოეწერა და მანაც განაგრძო:

Cesko