SOS! – სკანდალი – მილიონობით დოლარი და ქართული ინტელექტუალური საკუთრება ოკუპანტი ქვეყნისთვის ლანგარზე – დეტალები

0
538
20 Views

“კრაჩევსკის ქართულმა ბანდამ, საქართველოს საავტორო უფლებების დამცველი სტრუქტურიდან, გადაიბირა რა 150 მდე ხელოვანი, მსუყედ დააფინანსებას შეპირდა, მაგრამ ამ 150 ადამიანის დარდი კი არ ჰქონდათ და ან მათი ჰონორარების? სინამდვილეში წევრების რიცხოვნობაზე იყვნენ ორიენტირებულნი, რათა საჭირო დროს საჭირო მომენტში ეს ადამიანები საკუთარი ინტერესებისთვის გამოეყენებინათ და ტელევიზორ-ტელევიზორ ეყვირათ – საქართველოს საავტორო უფლებათა ორგანიზაცია და მისი ხელმძღვანელი გიგია კობალაძე ფულს გვიტეხავდნენო!”

ჟურნალისტი, ირინე გოგოსაშვილი:

SOS! SOS! SOS!
სკანდალური ინფორმაცია, რომელსაც ახლა წაიკითხავთ, ზუსტად 2 წლის წინ მოვამზადე გაზეთ “ალია”– სთვის და მეგონა, რომ ქვეყნის ხელისუფლება მავანთა მოღალატეობრივ, ფულს დახარბებულ, ყველა მთავრობაზე მორგებულ პერსონებს დაიბარებდა და პასუხს მოსთხოვდა მათი – კანონსაწინააღმდეგო საქმიანობის გამო!!! შეისწავლიდა მათი ზრახვების უკან ვინ იდგა, ვის შემოაქვს მილიონობით დოლარი იმისთვის, რომ ქართული ინტელექტუალური საკუთება – ჩვენი სამშობლოს ოკუპანტი ქვეყნისთვის ლანგარზე არ მიერთმია!!!
მოვტყუვდი!!!
მეტიც, სწორედ ამ ორი წლის განმავლობაში, აღნიშნული საკითხი არათუ შეუსწავლიათ – პირიქით საქართველოს ინტერესების დამცველ და გამტარებელ საავტორო უფლებათა ორგანიზაციაში – თავიანთი მაკონტროლებლები შეუგზავნიათ და ეძებდნენ დარღვევა გადაცდომებს, (ვერაფერი აღმოაჩინეს) რათა ამ ორგანიზაციის პატრიოტი ხელმძღვანელი – გიგა კობალაძე ციხეში გაემწესებინათ და მწვანე შუქი აენთოთ რუსეთში კრიმინალად ცნობილი, რუსეთისა და ისრაელის მოქალაქის ანდრეი კრიჩევსკისთვის!!!
ვინ არის ანდრეი კრიჩევსკი, რომელიც საქართველოში ისრაელის მოქალაქის სტატუსით და პასპორტით მოგვევლინა?
იგი რუსული “RAO” – რუსეთის საავტორო უფლებების ორგანიზაციის ხელმძღვანელია!!!

იგი და მისი ქართველი ამფსონები, კანონის გვერდის ავლით, პარლამენტში მოკალათებული ოცნების ზოგიერთი დეპუტატის ხელშეწყობით, გულშემატკივრობენ საქართველოს საავტორო უფლებების – პარალელურ სტრუქტურა “გერა”–ს და დღეს პარლამენტი “იმსჯელებს” – როგორ ჩაწიხლონ მსოფლიოს 130 ქვეყნის წევრი ქართული ორგანიზაცია და როგორ გაალაღონ ის ადამიანები, რომლებსაც ფეხებზე ჰკიდიათ არამარტო საქართველო, არამედ მისი საერთაშორისო ავტორიტეტიც! მათთვის მთავარია ფული და გავლენები იმ ხელოვან ადამიანებზე, რომლებიც იმიტომ, რომ “ფულს სუნი არ აქვს” თანახმანი არიან ყველაფერზე, საკუთარი კეთილდღეობისთვის!!!
აკი თქვა კიდეც კრაჩევსკის ძმობილმა, “გიხაროდეს ჯემალა” სეფიაშვილმა – “ჩემს ცხოვრებაში ყველაზე უბედნიერესი წლები იყო, როცა რუსეთში ვმუშაობდი, მქონდა ბინა, ცოლშვილიც იქ მყავდა”–ო?! და ეს ხდება მაშინ აფხაზეთის ომიდან მალევე, ანუ იმ წლებში, როცა აფხაზეთის ქართულ მიწას ტერიტორიული მთლიანობისთვის შეწირული ჩვენი ბიჭების, დედების, ბავშვების, მოხუცების სისხლი შემშრალი არ ჰქონდა და სადაც ჯერ კიდევ ბოლავდა ქართველების გადამწვარი სახლები!!!
იქ მოსკოვში საქართველოს საელჩოში რა საქმეებს აკვარახჭინებდა და რამდენის საფასურად -ყველაფერი ვიცით ჯემალ და მიაჭირე ტორმუზს, გაიგეეე? ნურც დაიჩივლებ –
ჩემი ღირსება შელახა ჟურნალისტმაო, რადგან – ღირსება არასდროს გქონია და ამას შენივე სიტყვებით და საქმით ამტკიცებ!!!

ახლა როცა რუსეთი და მისი ყველა ბანკი სანქცირებულია, კრიჩევსკიმ და მისმა ქართულმა ბანდამ გადაწყვიტა – საქართველოსთვის მახე დაეგოთ და თავიანთი მილიონები ჯერ ესტონეთის, გავლით, შემდეგ კი საქართველოს მეშვეობით რუსი ავტორებისთვის გადაეგზავნათ!!! (რასაკვირველია ქართველი პარტნიორებისთვის ხურდა ევროები გათვალისწინებული იყო).

ამ წერილის შემდეგ, ესტონელი ექსპერტი კალევ რატუსი უმალ აგზავნის წერილს საქართველოს მთავრობასა და პარლამენტში, რომლითაც კრაჩევსკის ამხელს, სთხოვს – რომ არ მიიღონ ევროდირექტივების საწინააღმდეგო კანონი! კალევ რატუსი 25 წელი იყო ესტონეთის ავტორთა საზოგადოების თავმჯდომარე და ეხლა მუშაობს როგორც დამოუკიდებელი ექსპერტი საავტორო უფლებებში!

ანალოგიური თხოვნა და მოთხოვნა გადმოეგზავნა საქართველოს პარლამენტს – “სისაკის”, SCAPR (მომიჯნავე უფლებების კოლექტიური მართვის საზოგადოებების საბჭო – სკაპრი) და IFRRO (რეპროდუცირების უფლებათა ორგანიზაციების საერთაშორისო ფედერაცია – იფრო) ერთობლივი შენიშვნები იმ კანონზე რომელსაც განიხილავენ საპარლამენტო სესიაზე და დღეს თუ არა. მომდევნო სესიაზე დაამტკიცებენ კიდეც!!

სისაკის გარდა ეს ორი ორგანიზაციაც არის ქოლგა ორგანიზაცია რომელიც ასევე აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის საავტორო უფლებების ორგანიზაციებს. სკაპრი აერთიანებს 42 ქვეყნის 58 ორგანიზაციას და იფრო აერთიანებს 85 ქვეყნის 154 ორგანიზაციას. შენიშვნებით ამ ქოლგა ორგანიზაციებმა პარლამენტს მოსთხოვეს კანონპროექტზე მუშაობის შეჩერება და მისი ახლიდან შემუშავება, რადგან ის არ შეესაბამება საერთაშორისო საამრთლის პრინციპებს, ეწინააღდეგება ევროდირექტივებს, ქმნის ამ სისტემის დასუსტების საფრთხეებს!!!

კრიჩევსკი თბილისშიც არაერთხელ ბრძანდებოდა, მას საქართველოში აქვს რამდენიმე მილიონად შეფასებული ქონება, ბიზნესი და მისი ბიზნესპარტნიორები არც მეტი და არც ნაკლები, ისეთი ოდიოზური ფიგურები არიან, როგორიცაა “ბრავო რეკორდსის” მეპატრონე, საზოგადოებრივი არხის ყოფილი დირექტორი – ზაზა შენგელია!!! ამ უკანასკნელმა ანრეი კრიჩევსკის “ბრავო რეკორდს”-ის 24 % წილიც მიჰყიდა 350 000 დოლარად, გააცნო აქაური ,ფულის მკეთებლები, დაარსებინა კომპანია “გერა” კიდევ რამდენიმე შპს ფლობს, რომლებიც პირდაპირ არიან მიბმული სწორედ “გერასთან”, ანუ საავტორო უფლებებთან!!!

ანდრეი კრიჩევსკი

მაგალითისთვის შპს “როზუმი” და “მოსტი”–ც კმარა, რომლის მეწილე ნაცების საყვარელი გენერლის – დევი ჭანკოტაძის მეუღლე, ლარისა ჭანკოტაძეა!!! ჰააა დევიიი! რუსეთი ოკუპანტია და შეაკვდები ხოოოო? ტფუი შენიიიიი…..

ლარისა და ლარისას ამფსონები, რომ უკანონო ქმედებას სჩადიოდნენ და რესტორნებს უკანონოდ სძალავდნენ საავტორო უფლებების ეგიდის ქვეშ ფულს – ეს ქართული სასამართლოს 2 ინსტანციამ დაადასტურა მას შემდეგ რაც ერთ-ერთი რესტორნის მეპატრონემ იჩივლა და ფულის უკანონო გამოძალვაში ამხილა კრაჩივსკის ამფსონები!!

კრაჩევსკის ქართულმა ბანდამ, საქართველოს საავტორო უფლებების დამცველი სტრუქტურიდან, გადაიბირა რა 150 მდე ხელოვანი, მსუყედ დააფინანსებას შეპირდა, მაგრამ ამ 150 ადამიანის დარდი კი არ ჰქონდათ და ან მათი ჰონორარების? სინამდვილეში წევრების რიცხოვნობაზე იყვნენ ორიენტირებულნი, რათა საჭირო დროს საჭირო მომენტში ეს ადამიანები საკუთარი ინტერესებისთვის გამოეყენებინათ და ტელევიზორ-ტელევიზორ ეყვირათ – საქართველოს საავტორო უფლებათა ორგანიზაცია და მისი ხელმძღვანელი გიგია კობალაძე ფულს გვიტეხავდნენო!

აკი ყვირიან კიდეც? მაგრაფ სადაა ფაქტები, სად? თქვენი მიქსეულები არ იყვნენ მაკონტროლებელი ორგანოდან, ვერანაირი დარღვევა რომ ვერ აღმოაჩინეს და ეს დოკუმენტურადაც დაადასტურეს?! დიდხანს იჯახირა “გერამ” და მილიონერმა კრიჩკოსკიმ თავიანთი ამფსონი საქართველოს კულტურის მინისტრთან – თეა წულუკიანთან შეეყვანათ, მაგრამ საწადელს ვერ აღწევდნენ! ბოლოს პარლამენტიდან იმ ჯგუფმა სთხოვა, რომლებიც ამ გარეწრებს ლობირებენ და რომელთაგანაც ერთს საქართველოს კულტურის მინისტრობა სწადია! ამ თხოვნის შემდეგ შეხვდა წულუკიანი, მაგრამ რაც შეიტანეს ისევ ის გამოიტანეს!
წულუკიანი ამ კანონის სასტიკი წინააღმდეგია! ასევე წინააღმდეგი იყო ელისო ბოლქვაძეც, მაგრამ ზაზა შენგელიას და ჭემალა სეფიაშვილის შარმს, პროფესიონალიზმს ვეღარ გაუძლოო, მიყვებიან ჩემი ნაცნობი, საქმეში ჩახედული ადამიანები!

მე იმ საქართველოს რა ვუთხარი, სადაც “მახინჯი ვარ” ხუჯაძე ალაგებს საქმეებს! ეს ის დათო ხუჯაძეა, რუსეთში რომ მღეროდა უნიჭო სიმღერებს და რომელიც თავისმა რუსმა გენერალმა სიმამრმა მიბეგვა მოსკოვში და საქართველოში გამოიქცა!!!

ან იმ საქართველოს რა ვუთხრა სადაც ზურა ხაჩიძე გიყენებს ,,პალაჟენიას” და საკომიტეტო მოსმენაზე გაიძახის “გერა”-ს ცნობილი ხელოვანები ჰყავს წევრებად და როგორ გვედრებიან ვიღაცეებიო? ერთი შენა ხარ ცნობილი და მერე დანარჩენები, რააა? რა გაგიკეთებია საქართველოსთვის თუნდაც 2008 წლის ომის დროს, გამახსენე აბააა?
ან აჩი ფურცელაძე ვინ არის, რამდენი ადამიანი იცნობს მის “ხელოვნებას” საქართველოში?!

ზემოთჩამოთვლილთაგან ყველა “გერას” საბჭოს წევრები არიან სხვა პირებთან ერთად და სრულებითაც არ მომერიდება დავასახელო ნანა ცინცაძე, რუსა მორჩილაძე, ალექსანდრე (ბაკუნა) გვარიშვილი, გიხაროდეს ჯემალა სეფიაშვილი!

და, როგორც მოგახსენეთ, ამ ადამიანების უკან დგანან გარეწარი ზაზა შენგელია, რომელმაც გამოხრა არხი, პროფესიონალებისგან დაცალა პირველი არხი! დასცინა ტელევიზიის ვეტერან თნამშრომლებს და რომელმაც ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, იმიტომ რომ სააკუა პრეზიდენტმა უბრძანა! 1 არხის ფართში მოიწყო ფულის საჭრელი მანქანა “ბრავო რეკორდსი” და რომელიც ამასწინათ ნუცა ბუზალაძეს საყვედურობდა – რუსეთში რატომ იმღერეო!!

ჯერ ერთი, ჩემს ოჯახში და ჩემს შვილისშვილთან ნუ არეკინებ შენ ლეკვებს – 3 სიმღერას ჩაგიწერთ ბენდს და გაგაპიარებთო და მეორე – ემაგ კრაჩევსკის და “გერას” წამოგაცვამთ თავზე თავისი “მოსტ”–ებით და “როზუმი”–ებით, დაიმახსოვრეთ!!!

ტელეკომპანია “მთავარმაც” დაიმახსოვროს, რომ მათ მიერ რამდენიმე დღის წინ ეკა კვესიტაძის გადაცემაში დასახელებული ადამიანების გვერდით – შეგნებულად დამალეთ დევი ჭანკოტაძის ოჯახის ბიზნესინტერესები “გერა”-ში და ზაზა შენგელიაც შეგნებულად მიგავიწყდათ, რომ გემხილებინათ!
არაა ეგ თემაა თქვენი ექსკლუზივი და თუ ძირითად ბანდას არ ამხელთ, მაშ რა პრეტენზიები გაქვთ ან დასავლურობაზე, ანდა დემოკრატიაზე?!

დიდი ქართველი კომპოზიტორის გოგი ცაბაძის შვილმა, კახამ თქვა “გერა”–ზე – “რა მინდა იქ სადაც ტყვიას მესვრიან და სახლიდან მაგდებენ?!

მე კი ამ წერილს გოგი ცაბაძის სიმღერის ტექსტით დავამთავრებ:
“ჯოჯოხეთის დამტეველო
პაწაწინა სამოთხევ”, – რამდენს უძლებ ამდენი მტრის, ვიგინდარის, გამყიდველის და ფულზე დახარბებული ვაი ქართველის შემხედვარეეე?!!

მივმართავ საქართველოს მთავრობას, პარლამენტს – თუ ევროპისკენ მიდიხართ, მაშინ უკვე არსებული, ქართული შეინარჩუნეთ, მითუმეტეს რომ 130 ქვეყნის გვერდით საავტორო უფლებების წევრია!!!
თუ რუსეთისა და ევროაზიური კავშირისკენ მიდიხართ, რომლის წევრიც რუსული “RAO”, მაშინ რაღას კარგავთ დროს? ხვალვე მიიღეთ მათი შემოგდებული კანონი და დაელოდეთ შედეგებს!!
იმ შემთხვევაში, თუ მასალაში მოხსენიებული რომელიმე მხარე მოისურვებს კომენტარის გაკეთებს, მასალა განახლდება.

წყარი ;https://www.alia.ge/

(ვიდეო)“ზემოთ შეთანხმებულია… კითხე ირაკლის… ბოლომდე ვაწვებით… – “ლაშა ნაცვლიშვილთან მიმოწერას სრულად ვასაჯაროებთ” – “სტუდია მონიტორი”

Cesko