ზახაროვას თქმით, ყველაფერს აკეთებენ სომხეთთან აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მაგისტრალის აღსადგენად

0
232
29 Views

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ ოკუპირებული აფხაზეთის გავლით რუსეთ-სომხეთის სარკინიგზო კომუნიკაციის პერსპექტივაზე ისაუბრა. მისი თქმით, კრემლი ყველაფერს აკეთებს ფართომასშტაბიანი საგზაო რუკის განსახორციელებლად.

ამ თემაზე მას კითხვა ბრიფინგზე დაუსვეს.

ჟურნალისტი – როგორც ცნობილია სარკინიგზო მოძრაობა საქართველოს გავლით რუსეთსა და აფხაზეთს შორის ბლოკირებულია. ერევანში ამბობენ, რომ პრობლემა აფხაზეთშია. რა პერსპექტივები არსებობს ამ საკითხის გადასაწყვეტად?

ზახაროვა – ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ განვახორციელოთ ფართომასშტაბიანი საგზაო რუკა. ეს საგზაო რუკა, ასე ვთქვათ, მოიცავს სახელმწიფო მეთაურების დონეზე და შესაბამისი კომისიების დონეზე გაფორმებულ დოკუმენტებს ჩვენი ქვეყნების მთავრობების წარმომადგენლების ეგიდით. ყოველდღიურად მიმდინარეობს მუშაობა ამ ყველაფრის განხორციელების უზრუნველსაყოფად.

Cesko