„განსაკუთრებული ადგილი მაინც გიორგი მშვენიერაძეს (ბაკურიანის ტრენინგების მონაწილე) – “დემოკრატიული ინიციატივების“ დამფუძნებელს უკავია. სწორედ მისი ორგანიზაციის მიერ წარმოებულია მაღალი ხარისხის პროპაგანდა – მათ მიერ კარგად იქნა გამოყენებული საერთაშორისო აქტორების რეაქციები, რომლებიც დაუყოვნებლივ ითარგმნებოდა/იჭრებოდა/ქვეყნდებოდა. მის სახელთან არის ასევე დაკავშირებული ორგანიზაცია „დემოკრატიის მცველები“ – რომელიც განსაკუთრებით აქტიურია სარეკლამო სფეროში“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
იგი ქვეყნის „აყირავების“ მსურველთა და ორგანიზატორთა შესახებ მორიგ წერილს აქვეყნებს და ჩამოთვლილი ჰყავს ის ორგანიზაციები, თუ ფიზიკური პირები, რომლებიც, მისი თქმით, ამ საქმეში მონაწილეობენ.
„ფეისბუქ-პლატფორმაზე შექმნილი გვერდი “Franklin Media”, ახალი ინტეგრირებულია სოციალურ ქსელებში და ამ ეტაპისთვის არ სარგებლობს მაღალი პოპულარობით, თუმცა მაღალი ჩართულობა აქვს „ფრანკლინის კლუბის“ ფეისბუქ-გვერდის ცხოვრებაში. სწორედ მანდ იყო განთავსებული „ფრანკლინის კლუბის“ მიერ „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტთან დაკავშირებით დამზადებული ვიდეორგოლი, რომელსაც ყოველგვარი რეკლამის გარეშე 210 000-ზე მეტი ნახვა დაუფიქსირდა. სპეცოპერაცია „ხელისუფლების აყირავებაში“ აქტიური როლი მიუძღვნის გიორგი მელაშვილს, „თავისუფალი უნივერსიტეტის“ ლექტორს, რომელიც მჭიდრო ურთიერთობაშია „ფრანკლინის კლუბის“ ლიდერებთან. ასევე აქტიურობს შალვა ჩხეიძე (შეთავსებით “თავისუფალი უნივერსიტეტის“ ლექტორი, ოპოზიციურად განწყობილი, ეწევა ხელისუფლების დისკრედიტაციას).
აღსანიშნავია, რომ გიორგი მელაშვილის მიერ, რევაზ თოფურიასა და შალვა ჩხეიძესთან ერთად დაფუძნებული იქნა ა/ო ,,ევროპულ-ქართული ინსტიტუტი“, რომელიც იღებს არაერთ გრანტს (ხსენებული ორგანიზაციის მეშვეობით ეწეოდნენ მარტის აქციების პროპაგანდისტულ უზრუნველყოფას). შემდეგი ცნობილი „ამყირავებელი“ ანა ხურციძეა, რომელიც დასაქმებულია „საქართველოს უნივერსიტეტში“, გააჩნია მჭიდრო კონტაქტი „ფრანკლინელებთან“ (დირექტორ გიორგი გოგოლაძესთან), რეგულარულად დადის მათთან ერთად „Аtlas network“-ის მიერ ორგანიზებულ სამიტებზე და ითვლება კლუბის წევრად.
არის ასევე ორგანიზაცია “კვლევითი ინსტიტუტის“ პრეზიდენტი, რომელიც მარტის აქციებთან დაკავშირებით აქტიურად იყო ჩართული პროპაგანდისტული საქმიანობის წარმოებაში. ხელისუფლების „აყირავების“ საქმეში სერიოზული როლი უკავია ლევან ქუმსიშვილს, რომელსაც 2023 წლის 27 იანვარს “ფრანკლინის კლუბის“ დირექტორ გიორგი გოგოლაძესთან, რევაზ თოფურიასთან და „საქართველოს უნივერსიტეტთან“ ერთად დაფუძნებული აქვს ორგანიზაცია სახელწოდებით “ისწავლე თავისუფლებისთვის“ (ასევე მის მიერ არის დაფუძნებული თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ფონდი). ალექსანდრა შალიბაშვილი – შეთავსებით არის თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი, ეწევა ხელისუფლების დისკრედიტაციას, არის „ფრანკლინის კლუბის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი. ასევე სანდრო თარხან-მოურავი – შეთავსებით ლექტორია „საქართველოს უნივერსიტეტში”, ასევე ითვლება „ფრანკლინის კლუბის“ ერთ-ერთ დამფუძნებლად.
პავლე ჭყოიძე…ზურა ჯაფარიძე…და კიდევ ბევრი აქტივისტი, ყველას ვერც კი ჩამოთვლი – “და ჰკითხა მას: რაჲ არს სახელი შენი? და ჰრქუა მას: ლეგეონ არს სახელი ჩემი, რამეთუ მრავალ ვართ”. თუმცა განსაკუთრებული ადგილი მაინც გიორგი მშვენიერაძეს (ბაკურიანის ტრენინგების მონაწილე) – “დემოკრატიული ინიციატივების“ დამფუძნებელს უკავია. სწორედ მისი ორგანიზაციის მიერ წარმოებულია მაღალი ხარისხის პროპაგანდა – მათ მიერ კარგად იქნა გამოყენებული საერთაშორისო აქტორების რეაქციები, რომლებიც დაუყოვნებლივ ითარგმნებოდა/იჭრებოდა/ქვეყნდებოდა. მის სახელთან არის ასევე დაკავშირებული ორგანიზაცია „დემოკრატიის მცველები“ – რომელიც განსაკუთრებით აქტიურია სარეკლამო სფეროში. თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორის ირაკლი ქავთარაძეს მიერ შეიქმნა ასევე საინტერესო ჯგუფი „ProtectZourself“, სადაც იგეგმებოდა კიდეც პოლიციაზე, კოორდინირებული წინააღმდეგობის გაწევის, მათ შორის მოლოტოვის კოკტეილის დამზადება/გამოყენების შესაძლებლობები. ირაკლი ქავთარაძე „ტელეგრამ არხში“ წერდა “ProtectZourself chat”-ის სახელით, თუმცა ტელეკომპანია „იმედზე“ გასული სიუჟეტის შემდგომ, ირაკლი ქავთარაძემ გააუქმა როგორც ხსენებული „ტელეგრამ არხი“, ასევე წაშალა საკუთარ ფეისბუქ-სტატუსები (თუმცა სქრინები „არ იწვის“). ამით ალბათ შეგვიძლია დავასრულოთ „ფრანკლინის კლუბის“ ირგვლივ ჩვენი მოკლე მიმოხილვა და გადავიდეთ “ხელისუფლების აყირავების“ სპეცოპერაციის შემდგომ, არანაკლებად მნიშვნელოვან ეპიზოდებზე…“ – წერს დავით ქართველიშვილი.