“ჩემი შვილი დიდი ხნის განმავლობაში არ იღებდა მამინაცვალს” – რუსული მედია ქეთა თოფურიას ახალ ცხოვრებასა და პირადზე წერს

0
1218
20 Views

ქართველი მომღერლის ქეთა თოფურიას პერ­სო­ნით რუ­სუ­ლი მე­დია მუდ­მი­ვად ინ­ტე­რეს­დე­ბა. მის გარშემო ყოველთვის იყო სკანდალები, ხმაურიანი რომანები და დაშორებები.

ამჟამად ის მეორე ქორწინებაში იმყოფება და მისი რჩეული ცნობილი რუსი ბიზნესმენი “ლევ დენგოვია”, რომელთანაც ერთი შვილი ჰყავს.

თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი ქეთა თო­ფუ­რი­ას პი­რად ცხოვ­რე­ბას 2005 წლი­დან, მისი მოს­კოვ­ში ჩას­ვლის შემ­დეგ ადევ­ნე­ბენ თვალს და მხო­ლოდ 2010 წელს გახ­და ცნო­ბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ ბიზ­ნეს­მენ ლევ გე­იხ­მან­თან.

და­ახ­ლო­ე­ბით იმა­ვე პე­რი­ოდ­ში კო­ლო­ნი­ა­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა მომ­ღერ­ლის მამა. მა­მის ცხოვ­რე­ბის სკან­და­ლურ­მა დე­ტა­ლებ­მა, რო­მელ­მაც პრე­სა­ში გა­ჟო­ნა, თო­ფუ­რია ძა­ლი­ან გა­ა­ნა­წყე­ნა. ის უკვე ემ­ზა­დე­ბო­და ქორ­წი­ლის­თვის, მაგ­რამ მომ­ხდა­რის გამო, ქორ­წი­ლი 2013 წლის სექ­ტემ­ბრის­თვის გა­და­დო.

რო­გორც კი ქეთი თო­ფუ­რი­ას მა­მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სკან­და­ლი ჩა­ცხრა, 2016 წლის შუა რი­ცხვებ­ში მომ­ღე­რა­ლი ახალ სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა. ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ქეთა თო­ფუ­რი­ას და რე­პე­რი გუ­ფის რო­მან­ზე და­წე­რეს. თავ­და­პირ­ვე­ლად წყვილ­მა ეს ფაქ­ტი ოფი­ცი­ა­ლუ­რად უარ­ყო და გა­ნა­ცხა­და, რომ მომ­ღე­რა­ლი ჯერ კი­დევ და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი იყო. მაგ­რამ, მალე თო­ფუ­რი­ამ ლევ გე­იხ­მან­თან და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა. 2017 წელს ქეთი თო­ფუ­რია ოლი­ვი­ას მა­მას და­შორ­და.

“ჩემი შვილი დიდი ხნის განმავლობაში არ იღებდა მამინაცვალს” – რუსული მედია ქეთა თოფურიას ახალ ცხოვრებასა და პირადზე წერს”ჩემი შვილი დიდი ხნის განმავლობაში არ იღებდა მამინაცვალს” – რუსული მედია ქეთა თოფურიას ახალ ცხოვრებასა და პირადზე წერს

მომ­ხდა­რი­დან მხო­ლოდ ერთი წლის შემ­დეგ, თო­ფუ­რი­ამ და რე­პერ­მა გუფ­მა გა­და­წყვი­ტეს რო­მა­ნის შე­სა­ხებ სა­ჯა­როდ ესა­უბ­რათ. ერ­თმა­ნეთს გა­აც­ნეს შვი­ლე­ბი წინა ქორ­წი­ნე­ბი­დან – ოლი­ვია და სემი. რო­მა­ნი სწრა­ფად გან­ვი­თარ­და, მუ­სი­კო­სებ­მა ერ­თობ­ლი­ვი არ­და­დე­გე­ბის ფო­ტო­ე­ბიც გა­მო­აქ­ვეყ­ნეს, მაგ­რამ 2018 წელს და­შორ­დნენ. ქე­თამ და­შო­რე­ბის მი­ზე­ზად სურ­ვი­ლე­ბის შე­უ­სა­ბა­მო­ბა და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გა­რე­მო და­ა­სა­ხე­ლა. რე­პე­რი გუფი მომ­ღერ­ლის გუ­ლის­თვის დიდ­ხანს იბ­რძო­და, მაგ­რამ ქე­თამ მას­თან ყო­ველ­გვა­რი კო­მუ­ნი­კა­ცია შე­წყვი­ტა.

2019 წლის ზა­ფხულ­ში ცნო­ბი­ლი გახ­და მომ­ღერ­ლის ახა­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის შე­სა­ხებ. აღ­მოჩ­ნდა, რომ ეს იყო ბიზ­ნეს­მე­ნი ლევ ძენ­გო­ვი, ყო­ფი­ლი მუ­სი­კო­სი ჯგუ­ფი­დან Arbat. ქე­თამ მე­ო­რედ იქორ­წი­ნა. ქალი ამ დროს უკვე ორ­სუ­ლად იყო. წყვი­ლის სა­ერ­თო შვი­ლი ადა­მი, 2021 წელს და­ი­ბა­და.

Cesko