“გაშველებს დროს დაზიანებები მიიიღო, ტვ პირველის აღმასრულებელმა დირექტორმა ნანა აბურჯანიძემ” – მელაძე

July 1, 01:39
0
472

“გაშველების დროს დაზიანებები მიიიღო TV პირველის აღმასრულებელმა დირექტორმა ნანა აბურჯანიძემ” – ამის შესახებ TV პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე წერს.

 

 

“ქართული ოცნების ლიდერები ფიზიკურ ანგარშისწორბებზე გადავიდნენ. ანრი ოხანაშვილმა ტვ პირველის მფლობელს ვატო წერეთელს სახეში თვითმხილველების თვალწინ გაარტყა. ინცინდენტი ამერიკის საელჩოში, ამერიკის დამოუკიდებელობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებზე მოხდა.

ანრი ოხანაშვილთან ერთად ფიზიკურ ანგარიშსწორებაში მონაწილებდნენ დეპუტატი ლევან მგალობლიშვილი და ირაკლი ზარქუა. იმავე ტერიტორიაზე იმყოფებოდა ბექა ოდიშარია. შემთხვევა მოხდა თვითმხილველების თვალწინ. გაშველებს დროს დაზიანებები მიიიღო, ტვ პირველის აღმასრულებელმა დირექტორმა ნანა აბურჯანიძემ.

ტვ პირველი სთხოვს საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გაასაჯაროვოს თავდსხმის ამსახველი ვიდეოკამერის ჩანაწერები. დანაშაული მოხდა, სათვალთვალო კამერებით აღჭურვილ ტერიტორიაზე

Cesko