ნუცა ბუზალაძის სიმღერები აღარ გავა ეთერში – “რადიო თბილისი”-ს საგანგებო განცხადება

0
1310
21 Views

ქართველმა ცნობილმა სახეებმა მოსკოვში კონცერტი გამართეს. მომღერლებს შორი იყვნენ ნუცა ბუზალაძე, მეგი გოგიტიძე, დათო ხუჯაძე, მიშო სულუხია, ხვიჩა მაღლაკელიძე…

სოციალურ ქსელში ნუცა ძალიან ბევრმა ადამიანმა გააკრიტიკა და გულის წყვეტა გამოთქვეს მის ასეთ ქმედებაზე. ნუცამ კი საპასუხოდ ფეისბუკ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ხსნის თუ რატომ იმყოფებოდა რუსეთში.

აღნიშნული მიზეზიდან გამომდინარე „რადიო თბილისმა“ მომღერლის ყველა სიმღერა სამაუწყებლო ეთერიდან ჩახსნა. ინფორმაცია ამის შესახებ, რადიოსადგურის ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნდა.

„ყურადღების ცენტრში. ნუცა ბუზალაძის სიმღერები ჩვენი რადიოსადგურების ეთერში (რადიო თბილისი, რადიო ციტრუსი, რადიო ჰერეთი) აღარ გავა.

ჩვენი პოზიცია ყველასთვის ცნობილია რუსეთთან, რუსულ სიმღერებთან და ამ ქვეყანასთან აფილირებული მომღერლების შესახებ.

რადიო თბილისი იყო პირველი რადიოსადგური, რომელიც American Idol-ის შოუს აქტიურად აშუქებდა. სწორედ, რადიო თბილისის ფეისბუქ გვერდზე ნახა ასიათასობით ადამიანმა ნუცას წარმატებების შესახებ.

რადიოსადგურის დირექტორი რამაზ სამხარაძე სოციალურ ქსელში გუშინვე გამოეხმაურა თემას.

„ ნუცა, როგორ შეიძლება ვერ აცნობიერებდე, რა ზიანი შეიძლება მიაყენო პირველ რიგში საკუთარ თავს და მერე ქვეყანას?

არ ვიცი რა ვთქვა, გაოგნებული ვარ.

ან, თუ დაბადების დღეზე მიდიხარ, იქ მაინც გააფრთხლე მეგობრები რომ არ გადაიღონ, უხერხულია და ყველა ვერ გაიგებს.

რატომ ხდება ისე რომ თქვენ ყველას: მომღერლებს, სპორტსმენებს, წარმატებულ ადამიანებს ყველა ხელისუფლება გიყენებთ ?

მაგალითად, ხვიჩა კვარაცხელიას ყველა ფოტოს დანახვაზე ვფიქრობ, რომ მაგ ბიჭსაც თავ-გზას აურევენ.

ნუცა, რატომ ანგრევ იმას რასაც წლებია აშენებ?

ტეხავს. ”

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რადიო თბილისმა მომღერალი ეთერიდან ჩახსნა.

6 მაისს, ეთერიდან რეპერ “მასტერის” სიმღერები მას შემდეგ ჩაიხსნა, რაც მან ანტიევროპული გზავნილები გააჟღერა.

“მასტერის” კლიპში “ბატონო ლევან”, სადაც ლევან ბერძენიშვილს შეურაცხყოფას აყენებდა, ფრაზა ” ომი მე არ დამიწყია, მე არ გავრბოდი წითელი ხიდიდან” რადიოს მენეჯმენტისთვის საკმარისი აღმოჩნდა ეთერიდან მისი სიმღერები ამოეღო. “მასტერმა” აღნიშნული დისკრიმინაციად და ცენზურად შეაფასა.

VIDEO: ქართველმა მომღერლებმა (სოსო პავლიაშვილი, ნუცა ბუზალაძე, დათო ხუჯაძე, ხვიჩა მაღლაკელიძე…) რუსეთში იმღერეს

Cesko